"ცათამბჯენების საქმე" სოხუმში: სასამართლომ მერიას დაუჭირა მხარი
გაზიარება
გაზიარება
“ცათამბჯენების საქმე” სოხუმში
სოხუმის საკრებულოსა და მერიას შორის გახმაურებული სამართლებრივი ბრძოლის მორიგი „ეტაპი“ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა – უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ ძალაში დატოვა სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალაქში ცათამჯენების შესახებ.
ახლა დამარცხებულად გრძნობს თავს არა მხოლოდ საკრებულო, არამედ სოხუმელთა ნაწილიც, რომელთა თქმით, ეს შენობა ამახინჯებს სანაპიროს იერსახეს და მისი მშენებლობა ეწინააღმდეგება საკრებულოს 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს.
2023 წლის 29 ივნისს სოხუმის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო საკრებულოს გადაწყვეტილებები, რომლითაც სოხუმის ისტორიულ ზონაში კაპიტალური მშენებლობის ნებართვის გაცემა შეჩერდა და ცენტრში მშენებარე შენობების სიმაღლე 16 მეტრამდე შეიზღუდა. საქალაქო საკრებულომ საკასაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ ეს უფლებამოსილებაც ქალაქის მერიას ერგო.
ამრიგად, ადვოკატ საიდ გეზერდავის, საქალაქო საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, „მშენებელობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“.
გეზერდავი განმარტავს, რომ მათ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული, მერიის პოზიცია კი უსაფუძვლო. ამრიგად, საკასაციო განჩინება გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში.
აი, რას წერენ ამის შესახებ ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ სასამართლო სხდომას:
იზიდა ჭანია, „ნუჟნაია გაზეტა“:
“თუ გჯერათ სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სასამართლოში, მაშინ ჩვენ არ გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (საკრებულოები). ადმინისტრაციას შეუძლია ყველა საკითხი გადაწყვიტოს ხალხის წარმომადგენლის გარეშე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ისევ პრეზიდენტის წარმომადგენელია და არა ხალხის.“
ელეონორა გილოიანი, აბაზა-ტვ:
“პარადოქსულია, მაგრამ თითქმის ყველა ჩემს ჩათში ახლა ხდება ასეთი რამ:
– ჩვენ წავაგეთ
– გასაკვირი არ არის
– არა უშავს, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ.
და ეს „ჩვენ“ საერთოდ არ ვართ სასამართლო სხდომის მონაწილეები. ესენი არიან ჩემი მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები, ნაცნობები და უბრალოდ მოქალაქეები. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ დღეს წააგო. მე არ მახსოვს სხვა მსგავსი სასამართლო პროცესები.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო