საქართველოში ბოლო 1 კვირაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა
გაზიარება
გაზიარება
ბოლო 1 კვირაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 1 კვირაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 586 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 16-22 მაისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 113 058 ტესტი.
გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი.
შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52 პროცენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 627 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 657 154 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 639 674 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 827.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.
ასევე, 2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებშია სავალდებულო.
“გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს – დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.