ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, სადაც გუშინ კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს დილიდან კარანტინი გამოცხადდა.
15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 667 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 383 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
სოფელში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.