2023 წლის იანვარ-ივნისში ბენზინისა და დიზელის 81.1% საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა
ბენზინი და დიზელი რუსეთიდან
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული საწვავის ყველაზე დიდი, 81%-იანი წილი რუსეთზე მოდის.
საერთო ჯამში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 554.2 ათასი ტონა, რაც 32.5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ბენზინისა და დიზელის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა რუსეთიდან – 449.5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81.1%-ს შეადგენს.
ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი იმპორტიორები რუსეთის შემდეგ არიან:
- რუმინეთი – 77.6 ათასი ტონა – 14%;
- თურქმენეთი – 11.4 ათასი ტონა – 2%;
- აზერბაიჯანი – 9,5 ათასი ტონა – 1.7%;
- ბელარუსი – 5 ათასი ტონა – 0.9%;
- არაბთა გაერთ.ემ. – 1 ათასი ტონა – 0.2%;
- უკრაინა – 0.1 ათასი ტონა – 0.02%;
- ბულგარეთი – 0.1 ათასი ტონა – 0.02%.
● უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
● რა იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის 2023 წლიდან
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
როგორ იცვლებოდა საშუალოდ საწვავის ფასები საქართველოში თებერვლიდან ივნისამდე. კომპანია “გალფის” მონაცემები:
