ზუგდიდში ბადრი ესებუა დააკავეს. მას ორი წელი და ოთხი თვე ეძებდნენ
გაზიარება
გაზიარება
ბადრი ესებუა, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ორი წელი და ოთხი თვე ეძებდნენ ბანკის ძარცვის გამო, დაკავებულია.
ესებუა ზუგდიდში გამთენიას აიყვანეს. ის სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა.
ფოტოზე ესებუას დაკავების კადრია, რომელიც ექსკლუზიურად ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა
ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან სამ მძევალთან ერთად გამოვიდა და მოთხოვნილი თანხით გაუჩინარება მოახერხა.