აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი სტუდენტები ბერლინის ერთ ბინაში - სერიალ "დოლმის დღიურების" სამი ახალი ეპიზოდი
სერია “დოლმას დღიურები”
ერთადერთი კავკასიური იუმორისტული ვებ-სერიალის, „დოლმის დღიურების“ სამი ახალი ეპიზოდი გამოვიდა.
ნახეთ სამივე ვიდეო ქვემოთ.
სერიალი ბერლინში ერთობლივად ნაქირავებ ბინაში მცხოვრებ სამ ახალგაზრდაზეა – სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი. ისინი გერმანიაში ჩავიდნენ სასწავლებლად და მათ მიიღეს სტიპენდია, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა „ოპონენტთან თანაცხოვრება“.
სერიალის პროდიუსერია სამხრეთ კავკასიელი და გერმანელი სამოქალაქო აქტივისტებისა და მედია პროდიუსერების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ ამოცანად სტერეოტიპების დაცინვას თვლიან.
“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო დაძაბულობის მიუხედავად, ჩვენ გვინდა გვჯეროდეს მშვიდობიანი სამეზობლოსო და გვჯერა, რომ მეგობრობისა და ნდობის ისტორიები, რომლებიც თანდათან ვითარდება სერიალის გმირებს შორის, სომეხსა და აზერბაიჯანელს შორის, შეიძლება იყოს ერთგვარი მაგალითი“, – ამბობს სერიალის პროდიუსერი ოლივერ მუზერი.
პირველი, საპილოტე ეპიზოდი გამოვიდა Friedrich Ebert Stiftung-ის მხარდაჭერით 2022 წლის შემოდგომაზე, მისი ნახვა შეგიძლიათ აქ. პირველ რიგში ღირს საპილოტე ეპიზოდის ყურება, რადგან აქ გაიცნობთ მთავარ გმირებს და ნახავთ მთავარ სცენებს.
ეპიზოდი 2
ეპიზოდი 3
ეპიზოდი 4
სერიალი „დოლმის დღიურები“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იწარმოება.
როლებში: ბექა ბუჩუკური, სოს პეტროსიანი და ანარ რზაევი.
ასევე მონაწილეობენ: ელინა ვილდანოვა, ნინო ანანიაშვილი, ანაჰიტ კრიშიანი, პარვინ გულიევი და მარი შარფი.
სცენარისტი და რეჟისორი: ოლივერ მუზერი
თანაავტორები: აშოტ დანიელიანი, მაჰარამ ზეინალოვი, სერგეი სარქისიანი, გიორგი ჯ., ანარ რზაევი და გიორგი ჯანელიძე.
ოპერატორი: ჯოშუა ბერენსი.
რედაქტორი: სებასტიან ლედეტი.