ათიათასობით ადამიანი ქუჩაში. თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - ფოტო/ვიდეო
პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ
ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა გუშინ თბილისში, საპროტესტო აქციაზე ლოზუნგით “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!”
თბილისში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც 3 აპრილს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აპირებს მიიღოს „უცხოური აგენტების შესახებ” კანონი, რომელიც გასულ წელს სწორედ ხალხის პროტესტის გამო გაიწვიეს პარლამენტიდან.
კრიტიკოსების აზრით, კანონპროეტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა, ძალიან ჰგავს რუსულ კანონს უცხოეური აგენტების შესახებ და მიზანიც იგივე აქვს – ჩაახშოს კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შემაშფოთებელი სიგნალები მოდის ბრიუსელიდანაც – დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალური კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, ევროკავშირის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა კანონპროექტმა შეიძლება შეაჩეროს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.
აქცია გუშინ 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრა.
როგორც აქამდე ჩატარებულ მიტინგებზე, არც ამჯერადაც აქციაზე გამომსვლელებს შორის არ ყოფილან პოლიტიკოსები. მიკროფონიდან ხალხს მიმართავდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მწერლები, ხელოვნების მუშაკები, სტუდენტები, ექიმები.
როგორც აქამდე ჩატარებულ მიტინგებზე, არც ამჯერადაც აქციაზე გამომსვლელებს შორის არ ყოფილან პოლიტიკოსები. მიკროფონიდან ხალხს მიმართავდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მწერლები, ხელოვნების მუშაკები, სტუდენტები, ექიმები.
28 აპრილის აქცია წინა აქციების მსგავსად გამოირჩეოდა ახალგაზრდების სიმრავლით.
ხალხი მოფიოდა ოჯახებით – ბავშვებით, ძაღლებით, კატით.
გამოჩდა სიძე-პატარძალიც, რომლებიც ქორწილიდან პირდაპირ აქციაზე მოვიდნენ
იყო დაძაბული მომენტებიც – პოლიცოასთან შელაპარალების გამო აქციაზე დააკავეს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
თავისუფლების მოედანთან, ასევე ჩიტაძეზე და ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული, მოყვანილი ჰყავდათ წყლის ჭავლის მანქანა, თუმცა ამჯერად პოლიციას სპეცტექნიკა არ გამოუყენებია. რამდენჯერმე გაუშვეს წიწაკის სპრეი.
- რუსული კანონის მიღებით, საქართველომ შესაძლოა გერმანიაში “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსი დაკარგოს
- რაში დასჭირდა “ქართულ ოცნებას” აგენტებზე რუსული კანონის დაბრუნება? ექსპერტების შეფასებები
ღამის ორი საათისთვის სპეცდანიშნულების რაზმებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პერიმეტრი.
დღეს 29 აპრილს, პარლამენტთან კვლავ ხალხმრავლობა იქმება. ოღონდ ამჯერად ხელისუფლება კრებს თავის მომხრეებს.
დილიდან იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა უნდა დაიწყოს.
პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ