აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოშია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოშია. საელჩოს ოფიციალური განმარტებით, თავდაცვის მდივნის ვიზიტის მიზანი კავშირების განმტკიცებაა ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთის მხრიდან ზეწოლაა.
ის 21-22 ოქტომბრის NATO-ს მინისტერიალამდე შეხვედრებს გამართავს საქართველოში, რუმინეთსა და უკრაინაში.
“სამივე ქვეყანაში, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩადის, ვაშინგტონი ესწრაფვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს ხედავს დემოკრატიული განვითარებისა და კორუფციის პრობლემებს.” – წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
ლოიდ ოსტინი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.
თბილისში შეხვედრების მთავარი მიზანია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, რადგან წელს აშშ-ის არმიის სამწლიანი საწვრთნელი პროგრამის ვადა იწურება.
შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა ეტაპზეა საქართველოს ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან:
“ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც გავივლით ჩვენს სტრატეგიულ გეგმებს, მომავალ თანამშრომლობას. ხელს მოვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს. გვექება კომენტარი პრესასთან“.
● საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე
● მოლაპარაკებების პირობები: აფხაზეთში კონფლიქტისადმი მიდგომა შეცვალეს
● უსაფრთოხება, ეკონომიკა და სხვა საკითხები – რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა