მოლაპარაკებების პირობები: აფხაზეთში კონფლიქტისადმი მიდგომა შეცვალეს
ამიერიდან აფხაზეთს აღარ ექნება მრავალდონიანი მოლაპარაკებები საქართველოსთან. ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სათანადოდ შეცვალა 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებული „საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“.
დოკუმენტიდან ამოიღეს ერთი აბზაცი, ისევ ასლან ბჟანიას ცალკე ბრძანებით, რომელიც 2021 წლის 25 მაისით თარიღდება. მაგრამ ეს სწორედ ის კომპონენტი იყო, რომლის გამოც, აფხაზეთში გრძელდებოდა მწვავე დებატები, ოპოზიციის პროტესტი და პრეზიდენტის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნა.
საუბარია კონცეფციის შემდეგ (უკვე ყოფილ) დებულებაზე:
„აფხაზეთის რესპუბლიკა უშვებს საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატის ფორმირების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც გაჩნდება ქართულ მხარესთან ისეთი საკითხების განხილვის შესაძლებლობა, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს და რომლის გადაწყვეტაც „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის“ ფარგლებში წარმოუდგენელი ჩანს“.
კრიტიკოსებს ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიაჩნიათ მრავალდონიანი მოლაპარაკებები. ისინი ამტკიცებენ, რომ აფხაზეთს, თბილისსა და სოხუმს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე, არანაირი მოლაპარაკებები არ შეიძლება ჰქონდეს, გარდა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში არსებული შეხვედრებისა.
ამიტომ, საგარეო პოლიტიკის კონცეფციის თავდაპირველი ვარიანტის გასაჯაროების შემდეგ, პრეზიდენტს მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ პარლამენტიდანაც.
ასლან ბჟანიამ გადაწყვიტა, რომ არ წასულიყო პარლამენტსა და ოპოზიციასთან კონფრონტაციაზე და მათ კონცეფციაში შესატანი ცვლილებების საკუთარი ვარიანტის წარდგენა შესთავაზა.
2021 წლის 19 მაისს, წამყვანმა ოპოზიციურმა ორგანიზაცია „არუაამ“ პრეზიდენტს თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლა შესთავაზა. იმ პუნქტებს შორის, რომლითაც ვეტერანები ასლან ბჟანიას საყვედურობდნენ, იყო საგარეო პოლიტიკის კონცეფციაც, რომელიც საქართველოსთან მრავალდონიან მოლაპარაკებებს უშვებდა.
ახლა ეს აბზაცი, რომელიც ასე ანერვიულებდა ოპოზიციას, „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ ამოიღეს.