აშშ-ის საელჩო მზადაა, ქუთაისის აეროპორტს საექსპორტო ჰაბად ქცევაში დაეხმაროს
აშშ-ის საელჩო ქუთაისის აეროპორტზე
საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ქვეყანა მზად არის, ქუთაისის აეროპორტს სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბად ქცევაში დაეხმარონ.
“ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.
შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
● ჯეიმს ო’ბრაიენი: უნდა ვიცოდეთ, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში
● “იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველო სანქციებს არ ასრულებს, თუმცა გვესმის” – რა თქვა სანქციების ოფისმა
● მეთიუ მილერი: გვაშფოთებს ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების არიდებას შეეცდება