ჯეიმს ო'ბრაიენი: უნდა ვიცოდეთ, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში
გაზიარება
გაზიარება
ჯეიმს ო’ბრაიენი რუსეთში ფრენებზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენის თქმით, მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ეცოდინებათ რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში.
სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე, რომელიც საქართველოზე და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საფრთხეებს ეხებოდა, ჯეიმს ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ არ იტყოდა, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია.
“თბილისში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად ვიყავი. ასე რომ, ერთიანი ფრონტი ვიმყოფებოდით. ვფიქრობ, იმედის მომცემი სიახლეები გვაქვს: საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ საბრძოლო ნივთების რუსეთში გადაზიდვა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე.
ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით”. – ამბობს ო’ბრაიენი.
ო’სალივანისა და ო’ბრაიენის თბილისს გასულ თვეს ეწვივნენ.
ჯეიმს ო’ბრაიენმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის.
ასევე, ო’ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის თქმით კი ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, თუმცა კონტექსტის გეოპოლიტიკური გათვალისწინებით, ეს მათ “ესმით.”