ამიერიდან 435 სავარძლიდან 90-ს ქალები დაიკავებენ, რაც რეკორდად იქცა. მათი უმრავლესობა დემოკრატიული პარტიიდან არის.
როგორც ტელეარხი CNN წერს, აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში პირველად შევა ორი მუსლიმი ქალი – პალესტინური წარმოშობის ამერიკელი ქალი და სომალიდან დევნილი ქალი.
ასევე პირველად, წარმომადგენელთა პალატაში იქნება ძირძველი ხალხის ორი წარმომადგენელი.
ფედერალური დონის კანონმდებელთა შორის გაჩნდა პირველი ლესბოსელიც. ხოლო კოლორადოს შტატს, გუბერნატორის თანამდებობაზე – პირველად აშშ-ს ისტორიაში – სათავეში ღია ჰომოსექსუალი ჩაუდგება.
პრეზიდენტ ტრამპისთვის არჩევნების შედეგები ცუდი სიახლეა. ახლა წარმომადგენელთა პალატამ მისი საქმიანობის ფართომასშტაბიანი გამოძიების შესაძლებლობა მიიღო და ამით უდავოდ ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მთავარი ეჭვი – 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთთან გარიგებაა, როდესაც რუსეთის მხრიდან უკანონოდ ჩარევის შემთხვევები გამოვლინდა.