აფხაზეთში პროფესიონალი ქურდები მაინინგზე გადაერთნენ
აფხაზეთში მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობას იპარავენ – პროფესიონალ ქურდებს ისინი ე.წ. ფერმებიდან გამოაქვთ, რომლებიც მოწყობილია ქალაქებისგან მოშორებით ან ნაკლებად დასახლებულ ადგილებში.
ქურდობის ფაქტები სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება და, როგორც ჩანს, ორი მიზეზით, მსგავსი ქურდობა მალე ძირითად კრიმინალურ მიმდინარეობად გადაიქცევა აფხაზეთში:
- კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად საჭირო მაინინგი და ამისთვის საჭირო აღჭურვილობის შემოტანა აფხაზეთში აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება აფხაზეთში არსებული მწვავე ენერგოკრიზისის გამო. ამიტომ, ასეთი ქურდობისთვის ციხეში ჩაჯდომის რისკი მინიმალურია – მფლობელებმა უკვე დაარღვიეს თავად კანონი და ქურდობის შესახებ საჯაროდ არ განაცხადებენ.
- მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობაზე დიდი მოთხოვნაა და „შავ ბაზარზე“ კარგი ფასებია.
ქურდები ძირითადად პატარა ფერმებს ძარცვავენ, რომლებშიც 5-10 აპარატია და დამონტაჟებულია სახლებში ან ავტოფარეხებში, სადაც სპეციალური დაცვა არ არის.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევებში, მინისაწარმოები აღჭურვილია ვიდეოგადაღების კამერებით და ხმოვანი სიგნალიზაციის სისტემებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს იცავს მათ გაძარცვისგან.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო