აფხაზეთში ბომბსაფრების აღდგენა იგეგმება
პირველად აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, სოხუმში მიიღეს გადაწყვეტილება ბომბის თავშესაფრების აღდგენის შესახებ. შესაბამისი ხარჯები ცალკე პუნქტად გაიწერება აფხაზეთის ბიუჯეტში.

ხელისუფლება რამდენიმე ახალ საფრთხეს განიხილავს ერთდროულად და ყველა მათგანი უკრაინის ომს უკავშირდება. მათი თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის“ გახსნაა, ანუ ახალი ქართულ-აფხაზური ომი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ეს ალბათობა, როგორც “ძალიან მოსალოდნელი”, ისე შეაფასა.
გარდა ამისა, განხილულია მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკები, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებას გულისხმობს.
”ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – თქვა უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
- „343 ჰექტარი 11 რუსული ტანკის სანაცვლოდ“ – აფხაზეთში ოპოზიციას პარლამენტის იმედი აქვს
- „საბჭოთა წარსულის ნოსტალგია“ – რატომ მიდის აფხაზეთის ხელისუფლება საზოგადოების წინააღმდეგ. მოსაზრება
- არასამთავრობოები აფხაზეთის ომზე: “პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლებს კონფლიქტის ორივე მხარეს”
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია თითოეული ამ ობიექტის მფლობელის დადგენა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლისა და აფხაზეთის ომის შემდეგ ბევრი თავშესაფარი ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩა.
ასევე, ყველა საწარმომ, რომელსაც საბჭოთა პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების სტატუსი მიენიჭა, ან შეწყვიტა არსებობა, ან პრივატიზებულ იქნა შემდგომი მოვლა-პატრონობის ვალდებულების გარეშე.
სავარაუდოდ, ყველა მიტოვებული ბომბსაფარი ადგილობრივი თვითმმართველობების ბალანსზე დაირიცხება, რაც მათ სათანადო, თანამედროვე ტექნიკურ მდგომარეობაში მოყვანას მოსთხოვს.
რა თანხები იქნება გათვალისწინებული თავშესაფრების აღდგენისა და შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის, ჯერ-ჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბრის ბოლოდან აფხაზეთში რეზერვისტების აღრიცხვისა და მომზადების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო