აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს
საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში
აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის ახალი შემადგენლობა მხოლოდ ნახევრად არის ჩამოყალიბებული, რადგან ოლქების ნახევარში მეორე ტური გაიმართება. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლების მომხრეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, 35 დეპუტატის მანდატიდან 17 იქნა “ათვისებული.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება და კანდიდატების უმრავლესობა თავს დამოუკიდებელს უწოდებს, საარჩევნო კამპანიის თითქმის 123-ვე მონაწილის პოლიტიკური შეხედულებები თავიდანვე ცნობილი იყო.
ამ განწყობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, სულ მცირე 15 დეპუტატის ადგილი დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერებმა მოიპოვეს.
- რუსეთიაფხაზეთსფინანსურდახმარებასუმცირებს, რათადამოუკიდებლობაასწავლოს
- აფხაზეთისხელისუფლებასადაოპოზიციასორივესცალ-ცალკეუყვარსრუსეთი
- მოსაზრება: აფხაზეთიდასანქციებირუსეთისწინააღმდეგ
მეორე ტური, რომელიც ორ კვირაში გაიმართება, ახალ პარლამენტში ძალების განლაგებას ვერ შეცვლის და დიდი ალბათობით, მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი იქნება.
პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით სოციალური ქსელები სარკასტული პოსტებითა და კომენტარებით გაივსო:
– ხალხი რითიც ფიქრობს, ისეთიპარლამენტიაირჩია.
– წინასწარიშედეგებიძალიანსაინტერესოა – სიცილს, ცრემლებსდაგაოცებას იწვევს. დაცოტაოდენი ტრანსფორმატორებიც შეგვრჩება (მინიშნებაწინასაარჩევნოკამპანიისდროსაქტიურიინფრასტრუქტურულისამუშაობისთაობაზე).
– როგორუნდადაწესდესსანქციებიწუწუნზე იმქვეყანაში, რომელმაცსაკუთარიპარლამენტი თვად აირჩია?
პირველი ტურის შედეგების შემდეგ სარკაზმს ნამდვილად აქვს თავისი გამართლება.
ზოგიერთ ოლქში პოლიტიკაში აბსოლუტურმა ახალმა სახეებმა გაიმარჯვეს ან კენჭისყრის მეორე ტურში გადავიდნენ.
ზოგიერთმა მათგანმა უარი თქვა დებატებზე, როგორც სახელმწიფო ტელევიზიის, ისე კერძო არხის “აბაზას” ეთერში და საარჩევნო კამპანიაში აქცენტი უბნებში ამომრჩევლის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაზე გააკეთა.
ახალი ელექტრო ტრანსფორმატორი ან სოფლის გზაზე დაყრილი ხრეში ამომრჩეველზე ზემოქმედების ეფექტური საშუალება აღმოჩნდა.
„ჩვენმივიღეთზუსტადის, რასაცვიმსახურებდით, რადგანვერშეგვიქმნიაჩვენსქვეყანაშისამოქალაქოსაზოგადოებისინსტიტუტები, რომლებსაცშეეძლოთგავლენამოეხდინათარჩევნებისსამართლიანობაზე დასისტემა, რომელიცსაშუალებასმისცემდაგანათლებულდამიუკერძოებელადამიანებსემუშავათპარლამენტში, დაიცვანქვეყნისდასაზოგადოების (დაარასაკუთარიპატრონების) ინტერესები“, – აჯამებს არჩევნების შედეგებს ბლოგერი ასტა არძინბა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო