აფხაზეთის ომის ვეტერანს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედავებიან
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთის ომის ვეტერანი
აფხაზეთის ომის ვეტერანის, არტურ ალოევის ირგვლივ სკანდალია – მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით.
25 მაისს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ არტურ ალოევს საძინებელში დატენილი რევოლვერი ჰქონდა.
ამავდროულად, მოქალაქე ალოევი დაკავების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში. ჩხრეკის დროს, ამოღებული ხელნაკეთი რევოლვერი ტექნიკურად გამართული და სასროლად ვარგისია, ვაზნები კი ნამდვილი“, – ასაჯაროებს დეტალებს შსს.
არტურ ალოევი ყაბარდო-ბალყარეთიდანაა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოხალისედ მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, რისთვისაც ორდენითაც დაჯილდოვდა. ის პატივსაცემი ადამიანია აფხაზეთში. ამიტომ, მიმდინარე ინციდენტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა შსს-ს ვეტერანის მიმართ ბოდიშის მოხდაც კი მოსთხოვა.
ხოლო ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „არ დაუშვებს იმ ადამიანის სახელის გაშავებას, რომელიც ვეტერანებთან ერთად „იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას.”
”ყოველი მოხალისე ჩვენთვის ეროვნული გმირია და საბჭოთა პერიოდშიც კი, ომის გმირი არასდროს დამცირებულა სატელევიზიო სიუჟეტებით.” -ამბობს “არუაა” განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ალოევი შსს-ს არ დაუკავებია და ის მალევე გაათავისუფლეს.