ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლებმაც გუშინ “სტალინური” სახელმწიფო აგარაკი დაიკავეს აფხაზეთში, ახალ ათონში, დათანხმდნენ შენობის დაცლას მას შემდეგ, რაც მთავრობა დაჰპირდა მათ, რომ არ გაყიდის ან გააქირავებს შენობას.
საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში აშენდა რამდენიმე მდიდრული აგარაკი, რომელიც განკუთვნილი იყო პარტიის ლიდერებისთვის. ერთ-ერთი მათგანი საკურორტო ქალაქ ახალ ათონში მდებარეობს და ცნობილია იმით, რომ იოსებ სტალინი ერთ დროს იქ ისვენებდა.
სახელმწიფო აგარაკი ახალ ათონში
21 ნოემბრის ღამეს, აფხაზეთის ახალი ათონის მოსახლეობა აქციაზე შეიკრიბა ე.წ სახელმწიფო აგარაკის გამო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილი გახდა ხელისუფლებისა და რუს ოლიგარქის გარიგების შესახებ, რომელსაც ეს სახელმწიფო აგარაკი ფარულად მიჰყიდეს.
აქციის მონაწილეებმა სასაზღვრო კედლის ნაწილი დაანგრიეს და აცხადებდნენ, რომ „არ დაუშვებენ ხალხის საკუთრების გაყიდვას“. ქალაქის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მედიითა და სოციალური ქსელებით მიმართეს და მოუწოდეს „არ დაუჯერონ უსაფუძვლო ჭორებს“.
სხვა ვერსიით, საპროტესტო აქციის დეტონატორი შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთ რუსულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული რეკლამა „ახალი ათონის შესასვლელთან“ 13 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ. განცხადება ილუსტრირებული იყო საიტის ფოტოსურათით და ამ ფოტოზე გამოსახული ტერიტორია სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის განუყოფელი ნაწილია.
მალე აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკის დეპარტამენტის უფროსმა ბესლან კვიცინიამ სპეციალური განცხადებით უარყო ქონების შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია.
პარალელურად, სახელმწიფო აგარაკში “შეჭრილებთან” მოლაპარაკებისთვის აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა და აფხაზეთის ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები მივიდნენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო