აფხაზეთში პირველი პრეზიდენტის სამახსოვროდ ბანკნოტი გამოუშვეს
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთში პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სამახსოვროდ გამოსცეს ბანკნოტი ნომინალით 500 აფსარა (დაახლოებით $75). ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „ბანკნოტი აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავს ეძღვნება“.
2018 აფხაზეთის კონფლიქტის საომარი ფაზის დასრულებიდან 25 წელიწადი გავიდა. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს ქართულ შეიარაღებულ ძალთა დამარცხებით დასრულდა. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, უმეტესწილად ეთნიკური ქართველები.
კუპიურის გადახდის საშუალებად გამოყენება არ შეიძლება, თუმცა ფულად ბრუნვაში ის მაინც იქნება და აფხაზეთის ბანკებში უკვე შევიდა. აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ თქვა, რომ ეს ბანკნოტი შეიძლება დაბადების დღის ან ქორწილის კარგ საჩუქრად იქცეს. მაგრამ შესაძლებელია კუპიურის რუბლებში გადაცვლაც.
თუმცა, ზოგიერთმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მზად არიან აფხაზური კუპიურა გადახდის საშუალების სახით მიიღონ. კერძოდ, ეს არის ფაზილ ისკანდერის სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი.
კუპიურა 10 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით არის გამოშვებული.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო