სომხეთში დემონსტრაცია გრძელდება
ნიკოლ პაშინიანი, რომელიც დაუმორჩილებლობის მოძრაობას უდგას სათავეში და გუშინ ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა, დემონსტრანტების დიდ კოლონასთან ერთად დილიდან ერვნის ცენტრში გადაადგილდება.
Նստացույց Պետական Համալսարանի մոտ
Posted by Ջեմնյուզ – JAMnews Armenian on ოთხშაბათი, 18 აპრილი, 2018
პოლიციამ დილიდან დაიწყო მოძრაობის იმ მონაწილეთა დაკავება, რომლებიც ქუჩების გადაკეტვას ცდილობენ. გუშინ ხალხმრავალი მიტინგის დროს გამოაცხადეს, რომ ქუჩების გადაკეტვასა და მოძრაობის პარალიზებას ისევ გააგრძელებენ და დღეს დილის 10:00 საათიდან დემონსტრანტები ამის გაკეთებას ცდილობენ.
პოლიცია აცხადებს, რომ ზოგიერთი ქუჩაზე მოძრაობა უნდა გახსნას, რის გამოც ის მოქალაქეები ფერხდებიან, ვინც მათ წინააღმდეგობას უწევს.
პაშინიანმა უკვე შეძლო, რომ პოლიციელები დაერწმუნებინა, და თავისი მეთაურობით დიდი კოლონის მშვიდობიანი მსვლელობის ნებართვა მიიღო.
პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ პოლიციის კორდონი დღეს მოიხსნა, აქ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იმყოფება. უფრო მეტი პოლიციელი მეორეხარისხოვან ქუჩებზეა თავმოყრილი.
მოძრაობის ლიდერი რუპორით ხელში აქციის მონაწილეებს გამუდმებით ახსენებს:
„პოლიციელებისადმი პატივისცემით მოქცევა, და არავითარი ძალადობა. ჩვენი ბრძოლა მიმართულია სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ, რომელიც გუშინდელი დღიდან პრემიერ-მინისტრია. ჩვენ პოლიციელებს არ ვებრძვით“.
პაშინიანი პროტესტის მონაწილეებს დროდადრო ასევე მოუწოდებს, რომ ჰიგიენური ნიღბები მოიხსნან, რადგან მათ საშიში არაფერი აქვთ – აქცია მშვიდობიანია და პოლიცია მათ მიმართ სპეციალურ საშუალებებს არ გამოიყენებს. მაგრამ ჟურნალისტები იუწყებიან, რომ პოლიციელებს აირწინაღები დაუნახეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება გამორიცხული არ არის.
სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს. JAMnews მოვლენების განვითარებისთვის თვლ-ყურის დევნებას აგრძელებს.
დაუმორჩილებლობის მოძრაობის დაწყებისა და ბოლო დღეების მოვლენების შესახებ იხილეთ JAMnews მასალებში:
ერევანი: ოპოზციამ სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო
ოპოზიცია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა