Live: ომი უკრაინაში. ძირითადი მოვლენები. განახლებადი ინფორმაცია
-
"ლენდ-ლიზის" კანონი მიღებულია!
-
კიევში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
-
მინსკი და მოსკოვი აპირებენ შექმნან სუვერენული სახელმწიფოების კავშირი-ლუკაშენკო
მინსკი და მოსკოვი აპირებენ შექმნან სუვერენული სახელმწიფოების კავშირი, რომელშიც, შესაძლოა, ყოფილი სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებიც გაწევრიანდნენ – ლუკაშენკო
-
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის ორი საბრძოლო ჯავშანმანქანა
-
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული აქტივების კონფისკაციის შესახებ უკრაინის დასახმარებლად
-
რუსეთი გაზის მიწოდებას უწყვეტს ბულგარეთს.
რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო პოლონეთმაც. პოლონეთის მთავრობაში ამბობენ, რომ მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.
-
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია
მიხაილო პოდოლიაკი:
“რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა ელოდოს.
ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ კიშინოვის კართან იქნებიან.
კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას.
მაგრამ გუნდურად მუშაობა გვჭირდება”
“რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა ელოდოს.
ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ კიშინოვის კართან იქნებიან.
კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას.
მაგრამ გუნდურად მუშაობა გვჭირდება”
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მებრძოლებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი ვერტმფრენი Ka-52.
ხარკოვის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მებრძოლებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი ვერტმფრენი Ka-52.
ერთი ასეთი მოდელის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.
-
ლავროვი: "ახლა რისკები მნიშვნელოვანია. საფრთხე სერიოზულია, რეალური.
ლავროვი: “ახლა რისკები მნიშვნელოვანია. საფრთხე სერიოზულია, რეალური. ჩვენ უნდა შევაფასოთ ის. NAთO, რეალურად, შუამავლების მეშვეობით აწარმოებს ომს რუსეთთან. ომი ომია“
-
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრიპირეთში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვია
მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დგას, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან 25 აპრილს ესროლეს.
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები დააჯილდოვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი, ასევე ანდრია ღარიბაშვილი და რუსლან გოგუა დააჯილდოვა.
-
პუტინის ჯარები მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის დაბომბვას განაგრძობენ
ქარხნის ტერიტორიიდან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებიან სარდაფებში, შავი კვამლი ამოვიდა.
-
"უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა"-არესტოვიჩი
არესტოვიჩი: “უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა, იწვის სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეების ოფისები, სამხედრო უნივერსიტეტები, რამდენიმე საწყობი, გუბერნატორების სახლები.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. ეს განსაკუთრებით ეხება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს – ხალხს იქ მისვლა არ უნდა და ამას ხელს უშლის.”
-
BBC: ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე ერთობლივ განაცხადს მაისში შეიტანენ.
BBC: ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე ერთობლივ განაცხადს მაისში შეიტანენ.
-
კიევის რეგიონში 1084 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
რეგიონული პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების 50-75% იარაღით არის მოკლული.
300-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის.
-
"პუტინმა თავის გრანდიოზულ ამბიციებს ბრძოლის ველზე ვერ მიაღწია"- ჯო ბაიდენი
“პუტინმა თავის გრანდიოზულ ამბიციებს ბრძოლის ველზე ვერ მიაღწია. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელსაც მამაცი მშვიდობიანი მოსახლეობა შეუერთდა, ხელი შეუშალა რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას.” – ამბობს ჯო ბაიდენი
-
კრემლმა იაპონია არამეგობრულ ქვეყნად გამოაცხადა. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ იაპონიამ 19 წლის განმავლობაში პირველად უწოდა კურილიის კუნძულებს რუსეთის მიერ ოკუპირებული.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ იაპონიამ 19 წლის განმავლობაში პირველად უწოდა კურილიის კუნძულებს რუსეთის მიერ ოკუპირებული.
-
რუსეთში ქიმიური ქარხანა იწვის.დღესვე ტვერში სამხედრო კვლევითი-ლაბორატორიაც დაიწვა.
რუსეთში ქიმიური ქარხანა იწვის. დმიტროვსკის ქარხანა არის სამრეწველო გამხსნელების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ კინეშმაში, ივანოვოს რეგიონში.
დღეს ტვერში სამხედრო კვლევითი-ლაბორატორიაც დაიწვა. დაშავდა 30 და გარდაიცვალა 2 ადამიანი -
ესპანეთისა და დანიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ
„შოკირებული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებითა და სისასტიკით“, – თქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
-
აზოვსტალში დაახლოებით 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია- უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი
უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი”აზოვსტალში ახლა, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. დღეს ყველა უნდა გაიყვანონ აზოვსტალიდან!
მე მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, თავიანთი ძალისხმევა აზოვსტალისკენ მიმართონ. ახლა ეს საკვანძო წერტილი და საკვანძო მომენტია ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის!”
-
გერმანიამ კანცლერ ოლაფ შოლცის დავალებით, უკრაინის სამხედრო დახმარების სიიდან ყველანაირი მძიმე იარაღი გამორიცხა-bild
bild: გერმანიამ კანცლერ ოლაფ შოლცის დავალებით, უკრაინის სამხედრო დახმარების სიიდან ყველანაირი მძიმე იარაღი გამორიცხა. შესაბამისად სია 48-დან 24 გვერდამდე შემცირდა.
-
რუს ჩოგბურთელებს უიმბლდონში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ - Sportico
ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მსოფლიოს მეორე ჩოგანი დანიილ მედვედევი და მსოფლიოს მერვე ჩოგანი ანდრეი რუბლევი.
-
შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი აპრილში 57%-მდე გაიზარდა.
დღეს გამოკითხულთა 21% გაწევრიანების წინააღმდეგია, 22%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა.
-
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა
-
შავ ზღვაში რუსეთის არმიის სარაკეტო და სადესანტო ხომალდებმა უკრაინის სანაპიროდან 200 კილომეტრში გადაინაცვლეს
შავ ზღვაში რუსეთის არმიის სარაკეტო და სადესანტო ხომალდებმა უკრაინის სანაპიროდან 200 კილომეტრში გადაინაცვლეს, იუწყება ოპერატიული სარდლობა.
ამავდროულად კვლავ რჩება ნავიგაციის ბლოკირების და სარაკეტო დარტყმის საფრთხე
-
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა უკრაინაში რუსეთის ახალ შეტევას "უკანასკნელი" უწოდა.
არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ რუსებს ოპერატიული რეზერვები ეწურებათ და არჩეულ თარიღებში წარმატებას ვერ მიაღწევენ
-
ხერსონის ოლქის ალექსანდროვკას რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა
-
ბუჩა დღეს
unian: “გახსოვთ მსოფლიოში ცნობილი ფოტო ბუჩიდან, ვოკზალნაიას ქუჩიდან, დამწვარი რუსული სამხედრო მანქანებით?
ახლა ამ ქუჩას ვერ იცნობთ – გასუფთავდა და იქ სიცოცხლე ნელ-ნელა იქ ბრუნდება”
-
ნიკოლაევი დღეს
12 აპრილიდან ქალაქში წყალი არ არის. ადამიანები იძულებულნი არიან აიღონ წყალი წყაროებიდან და შეაგროვონ წვიმის წყალი სახურავებიდან.
-
ბუჩის მერის თქმით, ოკუპანტებმა ქალაქში ყოველი მე-5 ადამიანი მოკლეს
-
ჩაძირული კრეისერის, "მოსკვას" პირველი ფოტოები.
-
უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა.
“ხარკივის რეგიონში ჩვენი დამცველები ახორციელებენ რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას, რის შედეგადაც დამპყრობლებს რეგიონული ცენტრიდან აშორებენ” – ამბობს ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვა.
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკონს მიმართა:
“მგონია, რომ მას [მაკრონს] სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთი დიალოგში შემოვიდეს. მე მას უბრალოდ ვუთხარი, რომ მსურს, მან გაიგოს: ეს არ არის ომი, ეს გენოციდია. ის მოვიწვიე უკრაინაში, რათა შეძლებისდა გვარად ჩამოვიდეს. ის ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს.”
-
როგორც ჩანს ფინეთის მოსახლეობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უმრავლესობა ფინეთის ნატოში გაწევრიანების მომხრეა-ფინეთის ევრუპულ საქმეთა მინისტრი
ტიტი ტუპურაინენი, ფინეთის ევროპულ საქმეთა საკითხებში მინისტრი: “როგორც ჩანს ფინეთის მოსახლეობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უმრავლესობა ფინეთის ნატოში გაწევრიანების მომხრეა.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატია, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს პარლამენტში უნდა განვიხილოთ”
-
მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში დასაფლავებულების ამოთხრა დაიწყეს
მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში დასაფლავებულების ამოთხრა დაიწყეს.
მათივე ცნობით, ყველა ეზოს ზედამხედველი ჰყავს მიჩენილი, რომელიც ქალაქში დარჩენილ ადამიანებს მოკლული ნათესავებისა და ახლობლების დამარხვის უფლებას არ აძლევს.
მარიუპოლის საკრებულოში ამბობენ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსები ამ გზის გამოყენებით მსხვერპლის დამალვას აპირებენ.
-
რუსმა მოროდიორებმა და არმიამ გაანადგურეს კიევის რეგიონის სოფელ გორენკას 77%
რუსმა მოროდიორებმა და არმიამ გაანადგურეს კიევის რეგიონის სოფელ გორენკას 77% – აცხადებს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.
ამას მოწმობს გაეროს სატელიტური ცენტრის რუკაც.
-
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა
-
იწვის რუსული კრეისერი "მოსკვა"-ალექსი არესტოვიჩი
ალექსი არესტოვიჩის თქმით, იწვის რუსული კრეისერი “მოსკვა”, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცმა ცნობილი მიმართულებით გაუშვა.
-
რუსეთის ჯარი დაბომბავს კიევს, თუ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაბომბვას-რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი დაბომბავს კიევს, თუ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაბომბვას და დივერსიებს.
„ჩვენ ვხედავთ დივერსიის და დაბომბვის მცდელობებს უკრაინის ჯარების მხრიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე.”
-
ზელენსკიმ შტაინმაიერის მაგივრად კიევში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიწვია
-
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა – უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი
-
მაკრონმა რუსებს და უკრაინელებს ძმები უწოდა
მაკრონმა რუსებს და უკრაინელებს ძმები უწოდა და ბაიდენისგან განსხვავებით, არ ჩქარობს ტერმინის, „გენოციდის“ გამოყენებას.
აი, რა თქვა მან საზოგადოებრივ ტელეარხ France 2-თან ინტერვიუში:
„დღეს ფრთხილად ვიქნებოდი ასეთ ტერმინებთან დაკავშირებით, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან. მინდა გავაგრძელო შეძლებისდაგვარად მცდელობა, რომ ეს ომი შეწყდეს და მშვიდობამ დაისადგუროს. დარწმუნებული არ ვარ, რომ რიტორიკის ესკალაცია ამ საქმეს ემსახურება“.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ცალმხრივად წამოიწყო უკიდურესად სასტიკი ომი, რომელშიც ჩადენილია სამხედრო დანაშაულები, რაც გამოძიებული უნდა იყოს.
-
უკრაინულმა სპეცსამსახურებმა უკრაინელი ოლიგარქი, პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.
არესტოვიჩი ამბობს, რომ SBU-ს მედვედჩუკი კიევში არ დაუკავებია:
“მედვედჩუკი კიევში არ იმყოფებოდა. ის უკრაინის უშიშროების სამსახურმა აიყვანა, რომელმაც, ასე დელიკატურად რომ ვთქვათ, ეძება, ეძება და იპოვა.”მისი თქმით, მედვედჩუკი არის “ძალიან ღირებული რესურსი”, რომელსაც შეუძლია თქვას, ვინ აძლიერებდა პრორუსულ განწყობებს უკრაინაში.
„ის ახლა ბევრ საინტერესო დეტალს გვეტყვის“, – აცხადებს არესტოვიჩი.
-
კიევში ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგრიდუ სიმონიტე ჩავიდა. ის უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს შეხვდა.