CRRC: 66%-სთვის მისაღებია, მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის ნება დართოს. კვლევის ძირითადი მიგნებები
მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის ნება უნდა დართოს
CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 66 პროცენტისთვის სრულად ან დიდწილად მისაღებია, მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის ნება დართოს.
CRRC საქართველოს კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა და გამოიკითხა 1 092 რესპონდენტი. ცდომილება 2,96%-ია.
ამასთანავე, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიაწოდოს, დროებით მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები და დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად. შესაბამისად, შეზღუდოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, მიაწოდოს უკრაინას იარაღი და საბრძოლო ტექნიკა.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი.
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
31 პროცენტის აზრით, მთავრობა უკრაინას საკმარისად უჭერს მხარს, მხოლოდ მოსახლეობის 2 პროცენტი ამბობს, რომ საქართველომ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს მხარი მეგობარ ქვეყანას.
CRRC-მა გამოიკვლია მოსახლეობის განწყობები რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესახებაც. ქვეყნის მოსახლეობის 66 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა ან ზოგიერთ დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს. 39 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა სანქციას, ხოლო 27 პროცენტის აზრით, მხოლოდ ზოგიერთს.
მხოლოდ 19 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ უნდა შეუერთდეს სანქციებს.
გარდა უკრაინისა, CRRC-მა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების კვლევაც წარადგინა. ისევე როგორც სხვა კვლევებში, აქაც ძალიან დაბალია იმ მოქალაქეების რიცხვი, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
● რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები – განიხილება თუ არა უკრაინის ნეიტრალიტეტი?
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 22 პროცენტი ხმას მმართველ პარტია, “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 10 პროცენტი – “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 3 პროცენტი – გიორგი გახარიას პარტიას, “საქართველოსთვის.”
საქართველოს პრეზიდენტს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. იმპიჩმენტი იქნება?
კვლევის მიხედვით:
- ლელო 3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება 2%
- პატრიოტთა ალიანსი 2%
- სხვა პარტია 2%
- არც ერთს/ყველას გადავხაზავდი 16%
- არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 4%
- არ ვიცი 18%
- უარი პასუხზე 20%