აფხაზეთში დეპუტატობის კანდიდატის ავტომობილი დაიწვა
სოხუმში დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას ავტომობილი დაიწვა.
ინციდენტი ხუთშაბათს, 16 მარტს, 21.00. მოხდა. ავტომობილი გაჩერებული იყო დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან, დარსალიასა და ძიძარიას ქუჩების კუთხეში.
პროკურატურა ორ ძირითად ვერსიას განიხილავს – დაწვა და თვითაალება.
პროკურორ რუსლან თირკბას თქმით, „აალება მოხდა ძრავის ნაწილში, დათვარიელებულია შემთხვევის ადგილი, ამოღებული ყველა საჭირო ნივთმტკიცება, რომლებიც საბოლოოდ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას მოგვცემს – თვითაალება თუ დაწვა“.
ბათალ აიბას ნდობით აღჭურვილი პირი – ბლოგერი ახრა სმირი Facebook-ზე თხოვნის სახით წერს, რომ ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.
- გასულ კვირას ბათალ აიბა, სოხუმის № 4 საარჩევნო ოლქში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში გავიდა. მისი კონკურენტი ამ ოლქში არის – ერიკ რშტუნი.