სკანდალი კონცერტზე და ორი ფესტივალი
პირველ რიგში, გაიმართა “ფორმულა 1”-ის შეჯიბრი – პარასკევს, შაბათს და კვირას. სახელმწიფო ტელეარხები ძირითადად ტურისტებთან ინტერვიუების წერდნენ. აზერბაიჯანულ მედიაში მსგავსი მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება ხომ ყოველთვის მოსალოდნელ ტურისტულ ბუმთან დაკავშირებულ ეიფორიას ქმნის ხოლმე.
ამ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ რამდენი ადაიანი შეიკრიბა რბოლების საყურებლად
ამ ფოტოზე კი ჩანს, თუ რამდენი ადამიანი იყო საღამოს ბულვარში, სადაც მხოლოდ ბილეთიანებს უშვებდნენ
სამაგიეროდ, ბევრმა “ფორმულა 1” უგულებელყო, თუმცა კონცერტებზე დასასწრებად მოვიდა; პარასკევს – კრის ბრაუნის კონცერტზე, შაბათს – ენრიკე იგლესიასის, კვირას კი – ფარელ უილიამსის მოსასმენად. იგლესიასის კონცერტზე სკანდალი მოხდა – მისმა თაყვანისმცემელმა გოგონამ სცენაზე ასვლა მოახერხა და თავის კერპს მაგრად ჩაეხუტა.
სოციალურ ქსელებში მაშინვე გაჩნდა ასეთი კომენტარები – ” ეს არის ჩვენი მომავალი?”; “ვისი გაზრდილია ეს გოგო?”; “კარგი, თუ ეხუტები, ჩაეხუტე, მაგრამ ეს ფეხების აწევა რაღაა?” და იქვე საპასუხო ტალღაც აგორდა: “იმ აზერბაიჯანელებს, ვინც იმ გოგონაზე ბრაზდება, იგლესიასს რომ ჩაეხუტა, მთელი საღამო თვადაც ვინმესთან ჩახუტებულებს რომ გაეტარებინათ, ღამე კი ალერსში გათენებინათ, ეს ყველაფერი ასე აღარ აღაშფოთებდათ.”
საბოლოოდ ეს გოგონა იტალიელი ტურისტი აღმოჩნდა და ყველა დამშვიდდა.
შედარებით ნაკლებად ოფიციალური ღონისძებები გაიმართა პერიფერიებზე. მაგალითად, ორგანიზაცია StepOne Baku, მიუხედავად იმისა, რომ ფლეშმობის მომზადების წინა მცდელობა ჩაეშალა, მთლიანი შეადგენლობით ევროპაში არ წასულა, როგორც აპირებდა; პირიქით, StepOne Baku-მ ამჯერად სხვა ღონისძიება ჩაატარა – სახელწოდებით Color Flashmob. ორგანიზატორების თქმით, ეს ფესტივალი “ინდურ დღესასწაულ ჰოლის” ეძღვნებოდა. ეს არის მთელ მსოფლიოში პოპულარული ფერების ფესტივალი, გაზაფხულის ინდური დღესასწაული.
ახალგაზრდები ნოვხანიში, ბაქოს გარეუბანში მდებარე პლაჟზე შეიკრიბნენ, რომ ერთმანეთისთვის საღებავები შეეყარათ (საღებავი მშრალი იყო) და დრო მხიარულად გაეტარებინათ. ორგანიზების პრობლემებმა ამჯერადაც იჩინა თავი. თავიდან დაჰპირდნენ, რომ საგანგებო ავტობუსებს გამოუყოფდნენ, თუმცა მონაწილეებს დანიშნულების ადგილამდე მაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოუხდათ მისვლა. გარდა ამისა, არ იყო დაწესებული არც ქვედა ასაკობრივი ზღვარი, ამიტომ, მოზარდები 8-9 წლის ბავშვების გარემოცვაში თავს უხერხულად გრძნობდნენ.
ორგანიზაცია “კომიქსების სამყარომ”, Zeon Games-ის, Citadelle-ისა და LF komics and manga-ს მხარდაჭერით, ბაქოს პლაჟ “შიხოვოზე” გამართა ღონისძიება სახელწოდებით “ANIME & GEEK Cosplay Beach Party”, სადაც კომიქსის, კომპიუტერული თამაშებისა და ანიმეების მოყვარულები შეიკრიბნენ. მსურველებს შეეძლოთ, ვიქტორინის კითხვებზე ეპასუხათ და ასე შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თავიანთი ჰობის სიღრმისეულ ცოდნაში. გარდა ამისა, შეეძლოთ, ეყიდათ კომიქსის ჟანრის წიგნებიც, რომლებიც აზერბაიჯანულ მაღაზიებში იშვიათად გვხვდება. თუმცა, ღონისძიებაზე მოსული ადამიანების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ამ პრობლემის მოგვარება დროის ამბავია.
გამოქვეყნდა 20.06.2016