ხუთვარსკვლავიანი თოვლი
‘ახლა უკვე გვაქვს საკუთარი სამთო-სათხილამურო კურორტი და სხვაგან წასვლა აღარ მოგვიწევს’, _ ასე აღიქვეს აზერბაიჯანლებმა სიახლე ქუსარის რაიონში, კერძოდ კი შაჰდაგში (ბაქოდან სულ რაღაც 230 კილომეტრში) საზამთრო-საზაფხულო კურორტის გახსნის შესახებ. ეს სიახლე, უკვე მეოთხე წელია,არსებობს და თამამად შეგვიძლია განვსაზღვროთ, შეძლო თუ არა შაჰდაგის ხელოვნურმა ტრასამ ჩვენთვის მეზობელი საქართველოს კურორტების (გუდაურისა და ბაკურიანის) ჩანაცვლება.
საკითხავია,თუ რას წარმოადგენს ეს ტურისტული კომპლექსი, რომელსაც ასე აქტიურად უწევენ რეკლამას. ობიექტის მშენებლობას აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ხელმძღვანელობდა და ეს კურორტი სრულად წარმოაჩენს ამ სახლმწიფო უწყების წარმოდგენას ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით _ ანუ ეს არის რაღაც ძალიან მდიდრული და ძვირფასი.
Фото: trend.az
აქ 4 სასტუმროა, რომელთაგან 2 ხუთვარსკვლავიანია. აქვეა 14 სათხილამურო ტრასა, 12 საბაგირო ასასვლელი, 20 ბარ-რესტორანი, სათხილამურო სკოლა, სპასალონი და ფიტნესცენტრები.
წვნიანის ერთი ულუფის ფასი აქ 5 დოლარიდან იწყება. ყველაზე იაფიან სასტუმროში ერთი ღამით დარჩენა კი დაახლოებით 200 დოლარი ღირს. რაც შეეხება სათხილამურო ტრასებს, იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი აღჭურვილობა არ გაგაჩნიათ და ყველაფრის ქირაობას აპირებთ, ნახევარი დღით სრიალი 50 დოლარი დაგიჯდებათ.
სპასალონებისა და რესტორნების ჰიპოტეთური მომხმარებლების გარდა, „შაჰდაღის“ კლიენტურა ორ ნაწილად იყოფა.
მოთხილამურეები
მათ მართლაც ძალიან უყვართ თხილამურებით სრიალი და კარგადაც გამოსდით.
ისინი შაბათობით, დილით სტუმრობენ ხოლმე კურორტს, თოვლზე სრიალით გულს იჯერებენ, მთელი სამუშაო კვირის მანძილზე დაგროვილ სტრესს იხსნიან და ქალაქში ბრუნდებიან.
მთის უმშვენიერესი პეიზაჟი სწორედ ამ დროს, მათ თვალწინ გადაიშლება ხოლმე.
თოვლის ზარბაზანი. ამ მოწყობილობის გარეშე, ტრასების ხარისხის კონტროლი შეუძლებელი იქნებოდა. ეს ადგილი ზღვის დონიდან არცთუ მაღლა მდებარეობს, აქ არც ისე ცივა და ნალექიც არასტაბილურად მოდის.
როგორც წესი, თავგამოდებული მოთხილამურეები ზამთრის კურორტებს საკუთარი აღჭურვილობით სტუმრობენ, ამიტომ მათ თანხის გადახდა მხოლოდ საბაგირო ასასვლელით სარგებლობისთვის უწევთ.
სელფის მოყვარულები
ეს ჯგუფი პირველზე გაცილებით მრავალრიცხოვანია და მას სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ოფისის პლანქტონები“ შედგენენ. ცხადია, მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ სპასალონებსა და ძვირადღირებულ რესტორნებს მიაკითხონ, თუმცა ეს ნაკლებად აღელვებთ; მათ მაინცდამაინც არც თხილამურები აინტერესებთ. „შახდაგში“ ყველაფერია, რაც მათ სჭირდებათ _ სუფთა ჰაერი, განსხვავებული გარემო, შედარებით იაფი „ჰოთდოგები“, ‘მონათესავე’ ინტერესებისა თუ სოციალური სტატუსის ადამიანები და, რაც მთავარია, ფონი სელფისთვის!
აქ ისეთი სარეკლამო ღონისძიებებსაც ატარებენ, როგორიცაა მაგალითად, „ კატაპულტის ბიზონი“ (ღონისძიების ორგანიზატორები არიან Xtreme Pro და BIZON Energy Drink), ასე რომ, თუკი ორიგინალური კოსტუმი და, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, „თუ კრეატიული კონცეფცია’ გაქვთ, შესაძლოა, შემდეგ ჯერზე ელასტიკური ბაგირით „ფრენის“ უფლებაც მოიპოვოთ.