„შეიყვარო კადიროვი“ - ჩეჩნეთის ლიდერს რუს ბლოგერებთან ერთად „იუმორისტულ“ ვიდეოებში იღებენ
ჩეჩნეთის თავკაცმა, რამზან კადიროვმა ახალი როლი მოირგო – მსახიობის. მან თანამშრომლობა დაიწყო პოპულარულ რუს ბლოგერებთან და ერთმანეთის მიყოლებით უშვებს მოკლე „იუმორისტულ“ ვიდეოისტორიებს, რომლებმაც ის კეთილ, ძლიერ ლიდერად უნდა წარმოაჩინოს, ამის შესახებ რუსული ვებგვერდი Medialeaks მოგვითხრობს.
ორი ისტორია.
• სასამართლოს გარეშე გამოტანილი სასჯელები ჩეჩნეთში
• ვიდეო: რუსეთში პუტინის შესახებ ლექსების კონკურსი გაიმართა
„ისწავლეთ ჩეჩნური და ცოლი დაგემორჩილებათ“
ეს ვიდეორგოლი ბლოგერ არტიომ კალაიჯიანის მონაწილეობით გადაიღეს, რომელსაც ინსტაგრამზე, დაახლოებით, სამი მილიონი გამომწერი ჰყავს.
ფინჯან ჩაიზე რამზან კადიროვთან მყოფი ბლოგერი ჩეჩნეთის ლიდერს უყვება ისტორიას იმის შესახებ, როგორ გააჩერა საგზაო პოლიციამ, მაგრამ ამ დროს ცოლი ურეკავს და ისტორიის მოყოლის დასრულებაში ხელს უშლის. ის პასუხობს, რომ დაკავებულია, მაგრამ მეუღლე ახლიდან ურეკავს და მაშინ ტელეფონს უკვე კადიროვი პასუხობს.
ის ბლოგერის მეუღლეს ჩეჩნურად ესაუბრება და ეუბნება, რომ ბლოგერი მასთან არის სტუმრად და სახლში მალე დაბრუნდება. აღფრთოვანებული ცოლი კადიროვს პასუხობს, რომ ყველაფერი გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ჩეჩნური არ იცოდა და ქმარს ჰპირდება, რომ ამის მეტი აღარ შეაწუხებს თავისი „სულელური ზარებით“.
გაოცებული ბლოგერი ამბობს, რომ ის ახლა ჩეჩნურის სწავლას დაიწყებს.
„მტრები არ არიან საშიშები, თუკი მწვრთნელი კადიროვია“
მეორე ვიდეო კადიროვმა ერთდროულად სამ რუს ბლოგერთან ერთად გადაიღო – იმავე არტიომ კალაიჯიანის გარდა, მასში მონაწილეობენ მიხაილ ლიტვინი, რომელსაც რვა მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ამირან სარდაროვი – თითქმის სამი მილიონი გამომწერით.
ორი ახალგაზრდა კამათობს, მესამე მათ ურთიერთობის რინგზე გარკვევას სთავაზობს. მოწინააღმდეგეებმა ვარჯიში დაიწყეს – მაგრამ კალაიჯიანის მწვრთნელი რამზან კადიროვი ხდება. ის ბლოგერს სწორად დარტყმას ასწავლის, მაგრად ავარჯიშებს და „ნამდვილი მებრძოლის გამოხედვას“ უყენებს. რინგზე არტიომ კალაიჯიანი კადიროვთან ერთად ადის, რომლის დანახვაზეც მოწინააღმდეგე ჩხუბის დაწყებამდე უგონოდ ეცემა.
View this post on Instagram
A post shared by РОФ им.Ахмата Кадырова (@za_kadyrova_95eng) on Dec 4, 2019 at 9:03am PST
„მოკალი და დააპატიმრე მანამ, სანამ ინტერნეტში ჰარმონია სუფევს“
ამ სარეკლამო კამპანიის გაკრიტიკების მსურველები ჯერ კიდევ მის დაწყებამდე გააფრთხილა რამზან კადიროვმა, რომელიც ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით:
„თუნდაც მთელი სამყარო ფერფლად იქცეს, თუნდაც ყველა ქვეყნის კანონებიც დაირღვეს, განა ჩვენ შევეშვებით ადამიანს, რომელიც ღირსებას ულახავს [სხვა ადამიანს ინტერნეტში]? ვფიცავ წმინდა ყურანს, არ შევეშვებით!“
ასევე, ჯერ კიდევ მანამდე ჩეჩნეთის ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, „მოკლან, დაიჭირონ და დააშინონ „ჰეიტერები“ და ტროლები იქამდე, სანამ ინტერნეტში ჰარმონია და სრული პატივისცემა არ დაისადგურებს“. უფლებადამცველების მოთხოვნით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მოწოდებაზე მოკვლევა ჩაატარა, მაგრამ ვერანაირი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა.