ეს ამბავი იშვიათ მოვლენას, აფხაზურ პანკს ეხება. სალიმა საგარია და მისი ჯგუფი TOM SQUARE შეიძლება მართლაც გამორჩეულად მივიჩნიოთ.
სალიმამ კარიერა საესტრადო მუსიკით დაიწყო, პანკ-როკს კი რამდენიმე წლის წინ შეუერთდა.
„სხვადასხვაგვარად მეხმაურებიან. ბევრი მხარს მიჭერს და ამბობს, რომ უხარია, აფხაზეთში ასეთი მუსიკა, როგორც იქნა, რომ გაჩნდა. თუმცა სიძულვილიც ბევრია. წლის დასაწყისში ჩემი ახალი სიმღერის ნაწყვეტი სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე. საერთოდ არ ვყოფილვარ მაკიაჟით, ჩვეულებრივი სახლის ტანსაცმელი მეცვა, უბრალოდ ვიჯექი და თმას ვაქნევდი. რატომღაც ამან ბევრი ადამიანი ძალიან გააკვირვა. მემუქრებოდნენ, წყევლასაც კი მწერდნენ.
ჩვენი ბოლო ტრეკიც სწორედ ამაზეა: რატომ ეშინია ამდენ ადამიანს ცვლილებების, რატომ არ სურს ჩვენს საზოგადოებას წინსვლა და შეცვლა. ტრადიციებისადმი მიჯაჭვულობა იმაშიც გამოიხატება, რომ შემოქმედებით ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.
მე კი გავაგრძელებ. ახალ ტრეკებს გამოვუშვებ და სხვადასხვა სტილს შევაზავებ. მინდა, პანკ-როკში ხალხური ინსტრუმენტები და გუნდური ჟღერადობაც შევიტანო. მომწონს, როცა მუსიკაში რაღაც ახალს ვამატებ“. – ამბობს სალიმა.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას