მმართველი პარტია: უნდა დავიცვათ ინსტიტუტი მაშინაც კი, როცა მას საფრთხეს თავად პრეზიდენტი უქმნის
ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილზე
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, სწორედ ამიტომ, “ქართული ოცნება” მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, გამოეხმაუროს “ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს”.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა “ზეპარტიული პრეზიდენტის” ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში.
“მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.” – წერია განცხადებაში.
წერილის დასასრულს “ქართული ოცნება” გამოთქვამს იმედს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა, ხოლო “ქართული ოცნება” მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, “ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების” თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს.
● პრეზიდენტის მიმართვა დამოუკიდებლობის დღეზე: საზოგადოება არ დათმობს ევროპულ არჩევანს. კიდევ რა თქვა ზურაბიშვილმა
● პრეზიდენტი “მილიონ ქართველზე”: ოცნების წევრები ტყუილად აპელირებენ რაღაც ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საზოგადოება არ დათმობს ევროპულ არჩევანს და “დროა”, მთავრობამ შეასრულოს პირობა. მან ასევე მან ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში შიშის გაღვივების მცდელობასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას.
“გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს “ფრენების საჩუქარი”. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!
გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი – ყოველდღიური განცხადებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა სად გაქრა სიტყვები “ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ “მომავალს უსპობ.”