სააკაშვილის წერილი WSJ-ში: დასავლეთს შეუძლია გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე
სააკაშვილის სტატია WSJ-ში
გავლენიანი ამერიკული გამოცემა The wall street journal საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობს.
“დასავლეთს შეუძლია დადგეს დემოკრატიისკენ და გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე” – წერილი ამ სათაურით გამოქვეყნდა, სადაც ექსპრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
რას წერს სააკაშვილი, მოკლედ:
● ვთხოვ აშშ-სა და მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს ტირანიის წინააღმდეგ, რათა შენარჩუნდეს ჩვენი პროგრესი დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე და გადარჩეს ჩემი სიცოცხლე.
● უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსად, მეც დავუპირისპირდი ვლადიმერ პუტინის ტირანულ აგრესიას, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.
● ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, საქართველო არშემდგარი, მაფიის მიერ მართული ტერიტორიიდან გადაიქცა წარმატებულ დემოკრატიად დინამიური ეკონომიკით.
● დღეს მე ვარ საქართველოს პრორუსული მთავრობის პატიმრობაში ყალბი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, ჩემი პრეზიდენტობის დროს, უშიშროების ჩინოვნიკების არასათანადო შეწყალებისა და პოლიტიკურ კონკურენტზე საბედისწერო თავდასხმის ირიბი ბრძანების გაცემის გამო.
● მე ვისჯები ჩემი ერთგულებისთვის დემოკრატიისა, დასავლური ღირებულებებისა და ჩემი კავშირებისთვის დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან. ვიმყოფები შეურაცხმყოფელ და არაადამიანურ პირობებში.
● თუ საქართველოს მტრები წარმატებას მიაღწევენ და მე პატიმრობაში მოვკვდები, რეგიონის სხვა ლიდერებმა უნდა იღელვონ როგორც რეგიონის, ასევე საკუთარ ბედზეც.
● პუტინმა საქართველო 2008 წლის აგვისტოში, შუაღამისას, მოულოდნელი შემოჭრით “დასაჯა”. მითხრეს, რომ 24 საათის განმავლობაში ოჯახთან ერთად ქვეყანა დამეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოვჩნდებოდი. მე დავრჩი და ქართველებთან ერთად ვიბრძოდი.
● მე პირველად კავკასიაში, 2012 წელს უზრუნველვყავი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არჩევნების გზით. პუტინს არ დაუმალავს, რომ იგი აქტიურად ერეოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ამჟამინდელი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში.
● 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბატონი პუტინი დამპირდა, რომ დამსჯიდა და რამდენჯერმე გაავლო პარალელები ჩემსა და მის ერთ დროს შიდა მეტოქე, ალექსეი ნავალნის შორის.
● გასული წლის ბოლოს, უკრაინა დავტოვე და თბილისში დავბრუნდი. ვიცოდი, რომ ვრისკავდი და შესაძლოა, დავეპატიმრებინე პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, რომელსაც მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ლეგიტიმურად. თუმცა, მე გადავიფიქრებდი დაბრუნებას, რომ მცოდნოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაწამებდა და მომწამლავდა და სიკვდილთან ახლოს მომიყვანდა.
● ბატონმა ზელენსკიმ და სხვა ევროპელმა ლიდერებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩემთვის დასავლეთში მკურნალობის ნება მოეცათ. ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ მიიღეს რეზოლუციები საზღვარგარეთ ჩემი სამედიცინო გადაყვანის შესახებ.
● ორი აქცია: მშვიდობის ხიდის გარდა, სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართა
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● 11 ევროპელი ექიმისგან შემდგარმა გუნდმა, რომელიც მუშაობს ორგანიზაცია „ეპათიასთან” ერთად თქვა, რომ სამედიცინო დახმარება საქართველოში არაადეკვატურია. ყველა ამ ექიმმა აღმოაჩინა, რომ პოტენციურად სასიკვდილო მძიმე ლითონით.
● ქართული სასამართლო განიხილავს სამედიცინო გადაცემას, მაგრამ პროცესი გრძელდება გადაწყვეტილების გამოტანის მკაფიო ვადის გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება პოლიტიკური გავლენა და ზეწოლა იმ მოკავშირეების მხრიდან, რომელთანაც მე ვიდექი – აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი. ეს გადამწყვეტი იქნება საქართველოს მთავრობისთვის, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გადარჩეს ჩემი სიცოცხლე.
● მე მივწერე პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც გავიცანი 90-იან წლებში. 2012 წელს ბატონმა ბაიდენმა მე მიწოდა “ჯორჯ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპიდან”. ახლა მე შემიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ აშშ არ მისცემს საშუალებას პუტინს, მიაღწიოს გამარჯვებას ჩემი სიკვდილით და არ მისცემს საშუალებას, დაამყაროს კონტროლი საქართველოზე, რის აღსაკვეთადაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით.
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● მაგნიტსკის აქტის ავტორი: სააკაშვილი ჩვენ თვალწინ კვდება – ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
5 იანვარს, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა კოორდინატორომა მაიკლ მაკფოლმა The Washington Post-ში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც ბაიდენს და ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, წამოაყენონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა.
მოსაზრებაში, რომლის სათაურია “მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას”, მაკფოლი ასევე წერს, რომ სანამ მსოფლიო უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ბარბაროსულ ომზე სამართლიანადაა ფოკუსირებული, რუსეთის ლიდერი მსოფლიოს სხვა ადგილებში საკუთარი დესტაბილიზაციის გამომწვევ, ანტიდემოკრატიულ დღის წესრიგს აწინაურებს.
მანამდე, 20 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მის ამ მოწოდებას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც შეუერთდა.
ამის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ხოლო სანდუმ “თავის მე-6 პრეზიდენტს უნდა მიხედოს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია”.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგების დასკვნის თანახმად, ის ციხეში მოწამლეს და მიზანი მისი სიკვდილი იყო, თუმცა გადარჩა, “ახლა კი სათანადო მკურნალობის გარეშე ლეტალური შედეგი გარდაუვალია.” სწორედ ამ წერილის საპასუხოდ გაავრცელა დმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვა.
24 დეკემბერს სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსაც მისწერა წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანებით მოკლეს. წერილი, რომელიც სააკაშვილმა რუსულად დაწერა, ფეიგინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
#SaveMisha – ამ ლოზუნგით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა და ყოფილმა ადვოკატმა და წამყვანმა მარკ ფეიგინმა საზოგადოებას მოუწოდეს, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაემართათ.
ამავე ეთერში ოლექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილს საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში” და მოუწოდა მაყურებლებს, გლობალურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან “არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანს ასე ექცეოდნენ”.
აქციები ევროპის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საქართველოში კი მშვიდობის ხიდის გარდა, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გაიმართა.
29 დეკემბერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი დაკითხეს. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა “ვივამედში” გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.
ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რომ მან განიხილა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები. ასევე, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და აგრეთვე, 170-გვერდიანი დასკვნა.
“ეს მეტალები ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებენ და მათ კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებასთან. ჩემი აზრით, სააკაშვილის პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა, ვიდრე მას ვივამედში გადაიყვანდნენ და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა სხვადასხვა ორგანო დააზიანა. მას სიმპტომები მაშინ ჰქონდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ანუ, ვთვლი, რომ მძიმე მეტალებით დაზიანება მანამდე, ანუ ციხეში მიიღო. ვვარაუდობ, რომ ამ ტოქსიკური აგენტების დოზა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი კონცენტრაცია ნორმაზე მაღლა აღმოჩნდა. ანუ მას ტოქსიკური კონცენტრაცია ჰქონდა”. – ამბობს სმიტი.
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სახით კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგი, თამარ აბაშიძეც დაკითხეს. ექიმის თქმით, ბოლო თვეებში მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.