რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელსა და შობას საირმეში
სად შევხვდეთ ახალ წელს
მიიჩნევა, რომ ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია, რომელიც ოჯახის წრეში, სახლში უნდა გაატარო. თუმცა, მას შემდეგ, რაც პანდემიამ ყველანი ორი წლით იძულებით გამოგვკეტა სახლებში, ადამიანები ამ ტრადიციას არღვევენ და ცდილობენ პირველი პოსტ-პანდემიური ახალი წელი რაც შეიძლება ხალხმრავალ და მხიარულ გარემოში გაატარონ.
პროგრამა, რომელიც კურორტმა საირმემ წელს საახალწლოდ შეადგინა, პირველ რიგში იმითი გამოირჩევა, რომ თან გრანდიოზული და ხმაურიანია და თან ოჯახური და მყუდრო.
საახალწლო ღონისძიებები კურორტის ორივე სასტუმროში „საირმეში“ და „ახალ საირმეში“ გაიმართება.
რას გვთავაზობს სასტუმრო „საირმე“?
სასტუმრო „საირმეში“ საახალწლო თავგადასავალი აქ 31 დეკემბრის საღამოს დაიწყება, რომელიც ორ გრანდიოზულ პროგრამას ითვალისწინებს.
სასტუმროს კომფორტულ და თბილ ნომრებში დაბინავების შემდეგ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე სტუმრები სადღესასწაულო ვახშამზე შეიკრიბებიან. იქ მათ ტრადიციული ქართული სუფრა ელოდებათ, საირმის შეფის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით.
საახალწლო ჰიტებს სტუმრებისთვის მომღერლები ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი შეასრულებენ ShowTime band-ის თანხლებით, რაც გარანტირებულად მხიარულ განწყობას ნიშნავს. შოუ ექსკლუზიურად ამ საღამოსთვის მზადდება. საღამოს ემილი გოგუა წაიყვანს, პოზიტიური გოგო კარგი იუმორით, რომელიც სტუმრებისთვის დრო და დრო საჩუქრებსაც გაათამაშებს.
ახალი წლის აღნიშნვა საირმეში 1 იანვარსაც გაგრძელდება – ნოდიკო ტატიშვილის და სალომე ბაკურაძის სადღესასწაულო კონცერტითა და გალა ვახშმით. ვისაც საღამოს გაგრძელების და კიდევ უფრო მეტად გართობის სურვილი ექნება, გვიან ღამემდე დიჯეი დაუკრავს მათთვის.
და კარგი ამბავი მშობლებისთვის – ორივე პროგრამის განმავლობაში
ბავშვებისთვის ცალკე მხიარულებაა გათვალისწინებული – მათ საახალწლო განწყობას მხიარული ანიმატორები შეუქმნიან.
საახალწლო პაკეტი ორ ღამესა და სამ დღეს ითვალისწინებს და მთელი ამ დღეების განმავლობაში სტუმრებს სამჯერადი კვებით გაუმასპინძლდებიან. ექვს წლამდე ბავშვები, რომლებსაც დამატებითი საწოლები არ სჭირდებათ, ნომრებში უფასოდ იცხოვრებენ.
გარდა ამ საახალწლო პროგრამისა, საირმეში ახალი წლის აღნიშვნას სხვა რამდენიმე უპირატესობაც აქვს -ახალი წლის დილას, იანვრის კამკამა ჰაერზე ტყის პირას სეირნობა და დათოვლილი პეიზაჟებით ტკბობა, ზიპლაინით ჩამოსრიალება, თერმული წყლით სავსე აუზი, საუნა და სპა-ცენტრი, რომელიც საირმეში მართლაც საუკეთესო აქვთ.
უფრო ვრცლად ფასებსა და სხვა საახალწლო შემოთავაზებებზე:
საახალწლო პაკეტის საფასური თითო პერსონაზე სასტუმრო “საირმე” (3 დღე /2 ღამე):
- ტყის ხედით ორადგილიან ნომერში – 975 ლარი
- მდინარის ხედით ორადგილიან ნომერში – 995 ლარი
- მდინარის ხედით სამადგილიან ნომერში – 975 ლარი
- მდინარის ხედით ოთხადგილიან საოჯახო ნომერში – 995 ლარი
- 6 წლამდე ბავშვის განთავსება ნომერში დამატებითი საწოლის გარეშე და საბავშვო პროგრამით – უფასოა
დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონზე: +995 32 2 40 45 45
ელ-ფორტა: [email protected]
რა პროგრამა აქვს „ახალ საირმეს“?
გაგიკვირდებათ და, ახალი წლის აღნიშვნას „ახალი საირმეც“ 31 დეკემბერს, საღამოს, საახალწლო ვახშმით იწყებს. სუფრა აქაც ქართული და ისეთი, როგორიც იმერულ პეწსა და გემოვნებას შეეფერება.
ახალი წლის დადგომამდე ერთი საათით თავის ენერგიულ პროგრამას დაიწყებს მომღერალი ნუცა თოფურია. სტუმრებს გაართობს ასევე ბენდი Groove Possession-ი და ბარმანების შოუ. შემდეგ კი, გათენებამდე დაუკრავს დიჯეი. 1 იანვრის საღამოს „ახალი საირმის“ სტუმრებისთვის ბენდი მიქსტურა და მარიამ შენგელია ავლენ სცენაზე და დღეს კვლავ დიჯეი დაასრულებს.
არგამოსატოვებელი ამბებია გალა-ღონისძიებების შუალედებშიც. „ახალი საირმის“ ტერასაზე საახალწლო სოფელი მოეწყობა – ჯიხურები, გლინტვეინი, საირმის ტკბილეული, ნუგბარი, ჭაჭა.
საახალწლო პაკეტის საფასური თითო პერსონაზე “ახალ საირმეში” (3 დღე /2 ღამე):
- სტანდარტული ტიპის ოთახები (ერთი ადამიანი) 2 ღამე – 850 ლარი;
- დელუქს კატეგორიის ნომერი (ერთი ადამიანი) 2 ღამე – 900 ლარი;
- Executive (ერთი ადამიანი) 2 ღამე – 950 ლარი.
დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონზე: +995 32 2 40 45 45
ელ-ფოსტა: [email protected]
და ეს ყველაფერი არ არის – „ახალ საირმეს“ საშობაო პროგრამაც აქვს
„ახალი საირმის“ სტუმრები შობის ჯადოსნურ ღამეს მუსიკოსებთან გიგი პიანომენთან და მარიამ ჯომარდიძესთან გაატარებენ. პროგრამა 6 იანვარს საღამოს ცხრა საათზე დაიწყება. 7 იანვარს საღამოს კი „ახალ საირმეში“ გიგა პაპასკირი და თაკო ანანიკიანი იმღერებენ. საშობაო ღვეზელები საირმის საცხობში გამოცხვება, ექსკლუზიურად ძვირფასი სტუმრებისთვის.