დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი კავკასიელი ხალხის, უდიების შესახებ. საქართველოში უდიები ყვარელში, სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ. ეს უდიებით დასახლებული ერთადერთი სოფელია.
უდიები კავკასიის ალბანელთა შთამომავლები არიან. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და ენა.