30 წლის შემდეგ პირველად, ქართული კინოფილმი ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაშია
გაზიარება
გაზიარება
თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად, ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
კობერიძის ფილმი იმ 15 ფილმს შორისაა, რომელიც კინოფესტივალის მთავარ ნომინაციაში გავიდა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ალექსანდრე კობერიძე გადასაღებ მოედანზე. ფოტო: თაზო ვაჩნაძე
ბოლო ასეთი შემთხვევა 1993 წელს მოხდა, როდესაც თემურ ბაბლუანის ფილმს უძინართა მზე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი გადაეცა, მას შემდეგ მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არასდროს ყოფილა.
ფილმში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ერთ ქართულ ფილმს აჩვენებენ – სექციაში „ფორუმი“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ მოხვდა.