1884 წლიდან. კომპანია "სარაჯიშვილის" ახალი ვიდეო ლამაზი მსახიობებით, კოსტიუმებით და მუსიკით
რეკლამის ყურება არავის უყვარს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. ეს მაშინ ხდება, როდესაც რეკლამას პროფესიონალები აკეთებენ და გარკვეული პროდუქტის გაპიარების ნაცვლად, პატარა კინოშედევრს ქმნიან.
მაშინ თქვენ არც კი ამჩნევთ, რის რეკლამას უყურებთ. სხედხართ ეკრანთან სიუჟეტით, მსახიობებით, ფერებით, მუსიკით მონუსხულები და ემოციები ყველაფერს ფარავს.
ზუსტად ასეთი პატარა კინოშედევია ქართული ალკოჰოლური ბრენდის, სარაჯიშვილის ახალი ვიდეო-რგოლი.
მთავარი სათქმელი აქ ის არის, რომ ეს კონიაკი ქართული ბიზნესის, სუფრის და კულტურის ნაწილი 1884 წლიდანაა.
საქართველო არ არის განებივრებული ლეგენდარული საწარმოებით, რომლებმაც დროს და ეპოქებს გაუძლეს. ასეთი სულ რამდენიმეა და მათ შორისაა სარაჯიშვილი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებლის, მეწარმის და ქველმოქმედის, დავით სარაჯიშვილის მიერ შექმნილი ბრენდი.
ვიდეოს მთავარი გმირი ოთახების მეშვეობით სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობს.
ეს ოთახები არ ჰგავს ერთმანეთს. აქ ყველაფერი იცვლება – გარემო, ავეჯი, ჭურჭელი, ადამიანები, ვარცხნილობები და ტანსაცმელი, რომელსაც ისინი ატარებენ, მუსიკა, რომელზეც ისინი ცეკვავენ. იცვლება მათი მოძრაობები, მზერა და ურთიერთობის მანერა. საერთო მხოლოდ სასმელია – სარაჯიშვილი, რომელსაც სხვადასხვა ფორმით და შეფუთვით 1884 წლიდან მიირთმევენ საქართველში.
ვიდეო რეჟისორმა გიორგი მაისურაძემ უწყვეტი კადრებით Hammockmagazine.ge-ის ბაზაზე გადაიღო, ოპერატორი ტატო კოტეტიშვილია, მუსიკაზე იმუშავეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა: ნინი ნუცუბიძემ, Janngo და გიორგი გიგაშვილმა.
მთავარ როლში თინა დალაქიშვილია. ვიდეო მწერალთა სახლშია გადაღებული, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და საინტერესო წარსულის მქონე შენობაში. ეს სახლი სარაჯიშვილის აშენებულია, სახლი მან თავის ცოლს, ეკატერინე ფორაქიშვილს მიუძღვნა და მისი მშენებლობა მათი ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია.