25 მარტს ბელარუსში ყველაზე მასობრივი საპოტესტო აქციაა მოსალოდნელი
გაზიარება
გაზიარება
ბელარუსის დედაქალაქში 25 მარტისთვის ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქცია იგეგმება – „მუქთახორების გადასახადის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლაი სტატკევიჩმა Euroradio-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებშიც უკვე ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, უკვე ერთ თვზე მეტია, რაც მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. მიზეზად იქცა ეგრეთ წოდებული „მუქთახორების გადასახადი“, რომლის ოდენობა დაახლოებით 200 დოლარია და რომლის გადახდაც მათთვის უნდა დაეკისრებინათ, ვინც ფორმალურად არ მუშაობს. ეს კანონი ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩის მიმართაც კი ვრცელდებოდა.
ბელარუსის ხალისუფლება დემონსტანტების მიმართ მკაცრი ზომების გატარებისგან თავდაპირველად თავს იკავებდა და ამ ყბადაღებული კანონის ამოქმედებაზე მორატორიუმის შესახებაც კი გამოაცხდა. თუმცა, მოგვიანებით პროტესტის მონაწილეებზე სასამართლო პროცესებისა და ჯარიმების დაკისრების გზით დაიწყეს ზეწოლა.
„ ხელისუფლების ეს ეს ბრუტალური მოქმედებები ადამიანებს მხოლოდ აბრაზებს. ამას მხოლოდ პროტესტის რადიკალიზება შეუძლია. განსაკუთრებით, თუკი ხელისუფლება პროტესტის ლიდერების განეიტრალებას შეეცდება; ამ შემთხვევაში, სტიქიური პროტესტი შეიძლება მისთვისვე აღმოჩნდეს გაცილებით საშიში“, – თქვა ნიკოლაი სტატკევიჩმა.
ოპოზიციონერმა ინტერვიუში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდა, რომ 25 მარტს აქციაზე მივიდეს და ადამიანებს შეხვდეს.
„თუ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, მაშინ ხელისუფლება დათმობაზე უნდა წავიდეს… ხშირად მოგვიწევს გამოსვლა. შესაძლოა, ამისთვის მუდმივი ადგილიც დაგვჭირდეს. და რაც უფრო მშვიდობიანად ვეცდებით ამის გაკეთებას, მით მეტი მუშაობა მოგვიწევს – გამოსვლა, დგომა, მოთხოვნა“, – თქვა სტატკევიჩმა.
მისი თქმით, თუ პროტესტი არ შეჩერდა და იმატა, მოვლენები ორგვარად შეიძლება განვითარდეს: „რეჟიმი ან მოლაპარაკებებსა და დათმობებზე წავა, ანდა თვითონვე დაიწყებს ჩამოშლას“.