აზერბაიჯანის ისრაელის უპილოტო თვითმფრინავებს სომხური პოზიციების მიმართულებით ცდის
სომხეთში თვალ-ყურს ადევნებენ სიახლეებს სომხეთის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ისრაელის უპილოტო თვითმფრინავების გამოცდის შესახებ, რის თაობაზეც ბოლო ხანს ისრელის პრესა იუწყებოდა. სომხეთის საგარეო საქმეთა პრეს-მდივანმა თქვა, რომ უწყება მოვლენების განვითარებას აკვირდება.
ისრაელის გამოცემა Haaretz-მა ამ დღეებში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო კომპანია Aeronautics Defence System-ის საქმიანობასთან დაკავშირებით , რომელიც აზერბაიჯანს გამანადგურებელი უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ ამ კომპანიის თანამშრომლები უპილოტო თვითფრინავი Orbiter 1K-ის მიწოდებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე საბოლოოდ ხელის მოსაწერად აზერბაიჯანში ჩავიდნენ, და მყიდველმა მათ სთხოვა, შეკვეთის ჩაბარებამდე, გამოსაცდელად, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დანადგარი სომხეთის სამხედრო პოზიციების სამიზნეების მიმართულებით მოქმედებაში მოეყვანათ.
კომპანია Aeronautics Defense Systems-ში განაცხადეს, რომ გამოცდას მყიდველი მხარე ატარებდა.
«Aeronautics თავის პროდუქციას 50 სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის, და მხოლოდ თავდაცვითი ექსპორტის სააგენტოს თანხმობით. დანადგარი მხოლოდ მყიდველმა მოირგო, და მხოლოდ საკუთარი პსუხისმგებლობით. Aeronautics-ს არასდროს მოუხდენია დემონსტრირება ცოცხალი სამიზნეების მიმართულებით, და ამჯერადაც ასე იყო“, – ციტირებს პრესა კომპანიის განცხადებას.
ისრაელის პრესა ინციდენტის თაობაზე ასევე იუწყება შემდეგ წვრილმანებს: კომპანიის სპეციალისტებმა დანადგარის ამოქმედებაზე მათი მისამართით მუქარის შემდეგაც კი უარი განაცხადეს, რადგან ამას შეიძლებოდა მსხვერპლი მოჰყოლოდა. თუმცა, კომპანიის ორმა მაღალი თანამდებობის პირმა სცდა, რომ საკუთარი წარმოების დანადგარი აემოქმედებინა. შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ მათი გამოუცდელობის გამო იყო, რომ მათ მიერ ამოქმედებულმა უპილოტო თვითმფრინავებმა მიზანს ვერ მიაღწია, და სომხურ მხარეს არანაირი დანაკარგი არ განუცდია. ერთ-ერთმა დანადგარმა დარტყმა სომხური პოზიციებიდან 100 მეტრში განახორციელა.
ისრაელის პრესა წერს, რომ ამ ორი თანამშრომლიდან ერთ-ერთმა უკვე დატოვა კომპანია, მეორე ასევე აპირებს სამსახურიდან წასვლას.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ იარიღის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების კომენტირებაზე უარი განაცხადა, ამიტომ მოცემული ინციდენტიც ასევე განმარტების გარეშე დარჩა.