სირიაში რუსული ავიადარტყმის შედეგად სამი თურქი სამხედრო დაიღუპა
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს რუსული სამხედრო ავიაციის შეცდომით განხორციელებულმა დარტყმამ სამი თურქი მეომრის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 11 დაჭრილია. მოსკოვმა ოფიციალურ ანაკრას უკვე მიუსამძიმრა.
ფაქტს ერთობლივად იძიებენ რუსეთი და თურქეთი, – იუწყება Reuters თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა მომხდართან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქ კოლეგას რაჯეპ ერდოღანს ტელეფონით ესუბრა. „ვლადიმირ პუტინმა სამიძიმარი გამოხატა ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ქალაქ ელ-ბაბის მახლობლად რამდენიმე თურქი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა მოჰყვა“, – ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთი და თურქეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დამასკოს დელეგაციას შორის იანვარში ყაზახეთში ჩატარებული მშვიდობიანი მოლაპარაკებების შუამავლები იყვნენ.
თუმცა, რუსეთი და თურქეთი კვლავაც ვერ თანხმდებიან ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა სირიის პრეზიდენტის ასადის ბედი.