სომხეთში, „კონკურენციის შეზღუდვის“ მუხლით, სისხლის სამართლის მორიგი გახმაურებული საქმე აღიძრა. საგამოძიებო კომიტეტის მონაცემების მიხედვით, რამდენიმე პირმა და კომპანიამ თავის დროზე 19 სამთომომპოვებელი კომპანიის აქციები შეიძინა. შემდეგ ეს აქციები თავიდან მიჰყიდეს სხვა ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ამავდროულად, 17 კომპანიის აქციები ერთ ოფშორულ სტრუქტურას ერგო.
„ჩვენ აქ იმასთან დაკავშირებით ვხედავთ რისკებს, რომ ბაზრის ძირითადი ნაწილი ერთი კომპანიის მიერ კონტროლდება. და აქ საქმე, შესაძლოა, კონკურენციის შეზღუდვას ეხებოდეს“, – აღნიშნეს ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიაში.
პასუხისმგებელი სტრუქტურები ჯერჯერობით არ იუწყებიან, თუ კონკრეტულად რომელ კომპანიაზეა საუბარი. სამართალდამცავი ორგანოები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ გაარკვიონ, თუ როგორ მოხვდა 17 კომპანიის აქციები ერთი სტრუქტურის ხელში.