ისლამური თამაშების გამო, აზერბაიჯანში გზებზე მოძრაობის შეზღუდვა შემოიღეს
გაზიარება
გაზიარება
საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მძღოლებს აცნობა, რომ ბაქოს ზოგიერთ საავტომობილო გზაზე 2017 წლის 5 მაისიდან შემოღებულია შემზღუდავი ყვითელი ხაზი.
შეზღუდვას იმისთვის აწესებენ, რომ ბაქოში 10-დან 22 მაისამდე დაგეგმილ ისლამურ სოლიდარობის თამაშებთან დაკავშირებული ავტომობილების უწყვეტი მოძრაობა უზრუნველყონ.
ქალაქის ცენტრში ასევე მკვეთრად არის შეზღუდული მანქანების გასაჩერებელი ადგილების რაოდენობა. საგზაო პოლიცია ოფისების თანამშრომლებს ურჩევს, რომ თამაშების დღეებში უფრო მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.
“გვინდა მძღოლების ყურადღება იმ გარემოებაზე გავამახვილოთ, რომ აკრძალულ ადგილებზე გაჩერებული ან დაყენებული მანქანები, ასევე გზის პირას გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ხელს შეუშლიან სხვა მანქანების უწყვეტად და მოსახერხებლად გადაადგილებას, ევაკუირებული იქნება. ასეთი ავტომობილების მძღოლებს კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ”, – ნათქვამია საგზაო პოლიციის მიმართვაში.
შემზღუდავი ყვითელი ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმის ოდენობა 40 მანათს (24 USD) შეადგენს.