ესპანელი ჟურნალისტები, კონფლიქტის ტენდენციურად გაშუქების გამო, უკრაინიდან დეპორტირებულები არიან
ანხელ სასტრე, ფოტო: Ángel Sastre
ორი ესპანელი ჟურნალისტი – ანტონიო პამპლიეგუ და ანხელ სასტრე უკრაინიდან დეპორტირებულები არიან და მათ ქვეყანაში შესვლა 2020 წლამდე აეკრძალათ; ოფიციალური ვერსიით – დონბასის მოვლენების მცდარად გაშუქებისთვის.
მომხდარში გარკვევას მედია-პორტალ Hromadske.ua-ს ჟურნალისტები ცდილობდნენ.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა – ანხელ სასტრემ , თავის მხრივ განაცხადა:
კერძოდ, მის სტატიაში ლაპარაკია უკრაინის მხრიდან მიზანმიმართული დაბომბვების შესახებ.
პრობლემა გამოიწვია მისმა პუბლიკაციამ ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“, სადაც ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ ბოევიკები სახელდებიან. მასალაში არაფერია ნათქვამი რუსეთისა როლსა და კრემლის მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერაზე.
უკრაინის ხელისუფლების ქმედება დაგმო მადრიდის ჟურნალისტების ასოციაციამ. ასევე ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაცია და ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია ევროპის საბჭოს სთხოვენ, რომ უკრაინიდან ესპანელი რეპორტიორების გაძევებაზე რეაგირება მოახდინოს.
პამპლიეგესა და სასტრეს 2015 წელს ერთხელ უკვე აეკრძალათ უკრაინაში შესვლა. მაშინ, საერთაშორისო სკანდალის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პორიშენკოს ბრძანებულებით გაუქმდა.