2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების სახით 255 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს თანხა 41 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები. იანვარ-ივლისში რუსეთიდან 214 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.
ამ სტატისტიკურ მონაცემს საქართველოში უკვე უწოდეს ისტორიული, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპიდან გზავნილების რაოდენობამ რუსეთიდან გზავნილებს გაუსწრო.
როგორც ქართული “ფორბსი” წერს, ბოლო ოთხი თვეა, გასული წელთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილები თვეში საშუალოდ 0.5 მლნ დოლარით მცირდება, ხოლო ევროკავშირიდან ჩარიცხვები თვეში საშუალოდ 11 მლნ დოლარით იზრდება.
როგორც ბიზნეს-გამოცემა წერს, რუსეთიდან გზავნილების კლება 2015 წლიდან შეიმჩნევა, მას შემდეგ, რაც რუსული რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და რუსეთის ეკონომიკა სანქციების გამო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
• ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან (89 მლნ დოლარი იანვარ-ივნისში), საბერძნეთიდან (81 მლნ დოლარი), გერმანიიდან (20 მლნ დოლარი) და ესპანეთიდან (19 მლნ დოლარი) იგზავნება.
• რუსეთში, იტალიასა და საბერძნეთში ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს. ისინი ყოველთვიურად აგზავნიან ფულს საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ.