აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში დაიღუპა
აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიაში დაიღუპა.
ტრაგედია 8 სექტემბერს, ქალაქ გუდაუთას მახლობლად მოხდა. გაგულია სირიიდან სამუშაო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. პრემიერ-მინისტრის მანქანა სამთავრობო კორტეჟის თანხლებით რუსეთის ქალაქ სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ მიემართებოდა.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაზარალდა კიდევ ორი ადამიანი. პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მთავრობის მეთაური იჯდა, საპირისპირო ზოლზე მავალ მსუბუქ მანქანას შეეჯახა და არხში გადავარდა.
• გენადი გაგულია 70 წლის იყო. ის აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს 1995-1997 წლებში მეთაურობდა, შემდეგ – 2002-2003 წლებში, და 2018 წლის 25 აპრილს მან ეს თანამდებობა ისევ დაიკავა