აზერბაიჯანში სამი კვირის განმავლობაში 30 სკოლის დირექტორი შეიცვალა
გაზიარება
გაზიარება
სასწავლო წლის დაწყებიდან, ახალი სასწავლო წლის სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში ბაქოში უკვე 30 სკოლის დირექტორი შეცვალეს.
სკოლების ამ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, რადგან მათ საპენსიო ასაკს მიაღწიეს – “ან მათ საქმიანობაში არსებული ისეთი გარკვეული ნაკლოვანების იყო, რასაც კანონდარღვევამდე მივყავართ”, – ირწმუნება ქალაქ ბაქოს განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი მაჰაბატ ველიევა (Mahabbat Valiyeva).
“სკოლების ხელმძღვანელობის საკითხი სამმართველოს ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება. რადგან დიდი კოლექტივის საქმიანობა დირექტორის მიერ სასწავლო დაწესებულებაში შექმნილ ჯანსაღ გარემოსა და მის მიერ ეფექტურად მართვაზეა დამოკიდებული”.
მინისტრის შეცვლის შემდეგ აზერბაიჯანში განათლების სფეროში სერიოზული რეფორმები დაიწყო. უფრო დაწვრილებით JAMnews–ის მასალაში წაიკითხავთ: