აზერბაიჯანის ახალი პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ მამედოვი გახდა
გაზიარება
გაზიარება
21 აპრილს მილი მეჯლისმა (პარლამენტი) პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა ნოვრუზ მამედოვის კანდიდატურა. 83 წლის არტურ რასიზადე, რომელიც ამ თანამდებობას 1996 წლიდან იკავებდა, პატივით გაისტუმრეს.
„დღევანდლამდე უფრო ლაპარაკი მიყვარდა. როგორც ჩანს, ამიერიდან მომიწევს, რომ საქმით დავკავდე“, – თქვა მამედოვმა დანიშვნის შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ნოვრუზ მამედოვი თავის წინამორბედზე 12 წლით ახალგაზრდაა. წინათ ის პრეზიდენტის აპარატში საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მამედოვი – ფილოლოგიის პროფესორია, ფრანგული ენის სპეციალისტი. ის ალჟირსა და გვინეაში დიპლომატიურ მისიებში მსახურობდა. იყო ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის პირადი თარჯიმანი ფრანგულიდან. მამედოვი აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებს შორის, ასევე, „ტვიტერის“ ყველაზე აქტიური მომხმარებელია.
მამედოვის დანიშვნას აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში მთლიანობაში კეთილგანწყობილი რეაქცია მოჰყვა. მას უწოდეს „უწყინარი“, „პატიოსანი“, „კეთილგანწყობილი“.
„საიდუმლო არავისთვის არის, რომ მმართველი ელიტის შიგნით სასტიკი კონკურენცია მიმდინარეობს. თუკი ხელისუფლების შიდა წრეებში ორი მთავარი ჯგუფის არსებობას გავითვალისწინებთ, ნოვრუზ მუალიმის დანიშვნა, შესაძლოა, მივიჩნიოთ კომპრომისულ გადაწყვეტილებად, რომელიც ორივე მხარეს აკმაყოფილებს“.
ჯაფარლიმ დასძინა, რომ მინისტრთა კაბინეტს ისედაც არცთუ დიდი უფლებამოსილება აქვს, ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობების შემოღებით კი, ეს უფლებამოსილებები კიდევ უფრო შემცირდა. ამიტომ, „გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ეს ინსტიტუტი საერთოდაც გაუქმდეს“.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ არჩევნებში ხმათა 86%-ით მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ამრიგად ალიევი უმცროსი მეოთხედ გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი გააკრიტიკეს, და განაცხადეს, რომ „აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებმა იმ მთავარი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ვითარებაში ჩაიარა, რაც მართლაც დემოკრატიული საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელია.