აზერბაიჯანელმა სტუდენტმა, საკონსტიტუციო სასამრთლოს გზით, უფასო განათლების მიღების უფლებას მიაღწია
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის ჯავიდან გაფაროვის სარჩელი დააკმაყოფილა, და მიიღო დადგენილება სწავლის საფასურისგან იმ სტუდენტების გათავისუფლების შესახებ, რომლებსაც არც ერთი მშობელი არ ჰყავთ.
უმაღლესმა სასამართლო ორგანომ აღიარა ორ სხვადასხვა კანონში არსებული აზრთა სხვადასხვაობა და დავა სტუდენტის სასარგებლოდ გადაჭრა. აქამდე მხოლოდ 18 წლამდე უდედმამო ბავშვები იყვენენ სწავლის საფასურის გადხდისგან გათავისუფლებულები. ახლა იგივე შეღავათი უფრო დიდი ასაკის იმ სტუდენტებზეც გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების დასწრებულ განყოფილებებზე იღებენ განათლებას.
ჯავიდან გაფაროვმა „გაფგაზინფოსთვის“ მიცემულ ინტევიუში განაცხადა, რომ სასამართლოსადმი მსგავსი მიმართვები მანამდეც არსებობდა, მაგრამ განხილვა და დადებითი ვერდიქტის გამოტანა სწორედ მის შემთხვევაში მოხდა. სტუდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ადვოკატ ტურგაია ჰასანოვს, რომელმაც მხარი დაუჭირა მის სარჩელს და საქმე გამარჯვებით დასრულებამდე მიიყვანა. „მოვუწოდებ ყველა სტუდენტს, შეისწავლონ საკუთარი უფლებები და თანმიმდევრულად მიაღწიონ მათ დაცვას“, – თქვა გაფაროვმა.
განათლების საკითხებში ექსპერტის კამრან ასადოვის თქმით, აზერბაიჯანში ფასიან განყოფილებებზე 389 ისეთი სტუდენტი სწავლობს, რომელსაც არც ერთი მშობელი არ ჰყავს. ყოველწლიურად 5-10 სტუდენტი ანებებს თავს სწავლას, რადგან სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ.
მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატმა ზაჰიდ ორდუჯმა თქვა, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაითვალსიწინებს. და დასძინა, რომ კანონში ცვლილების შეტანის პროცედურა, როგორც წესი, ექვს თვეს გრძელდება.