მას ბრალად სომხური ენისა და ეროვნული კულტურის უგულებელყოფა ედება. მინისტრი ჯერჯერობით წასვლას არ აპირებს" />

ერევნანში ასეულობით ახალგაზრდა განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს. რა დააშავა მინისტრმა?

მას ბრალად სომხური ენისა და ეროვნული კულტურის უგულებელყოფა ედება. მინისტრი ჯერჯერობით წასვლას არ აპირებს

Араик Арутюнян, министр образования Армении, скандал, отставка, дашнакцутюн, ЕГУ

სომხეთში, განათლების მინისტრის გადაყენების მოთხოვნით ქუჩის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ერევანში, განათლების სამინისტროს შენობის წინ, ტროტუარზე, ასობით ადამიანი ზის, რომლებიც დაშლას მხოლოდ მინისტრის გადადგომის შემთხვევაში აპირებენ.

მინისტრს სომხური ეროვნული კულტურის, ენისა და ტრადიციების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. საინტერესოა, რომ პროტესტის სათავეში ახალგაზრდები არიან. 

რამდენიმე დღის წინ გაიმართა მჯდომარე გაფიცვა, მოთხოვნით – „მთავრობის სხდომა არაიკ არუთუნიანის გარეშე“, რომელიც 7 ნოემბერს, პარტია „დაშნაკცუტუნის“ ახალგაზრდულმა ფრთამ დაიწყო. მათ  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც უვადო გაფიცვით იმუქრებიან.

პროტესტის მთავარი მიზეზი – ახალი კანონპროექტია „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ“, რომელიც განათლების სამინისტრომ მოამზადა. ის არასავალდებულოს გახდის სომხური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლას არაჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

პროტესტმა განსაკუთრებული სიმძაფრე 2 ნოემბერს შეიძინა. მიზეზი ქუჩაში გამართული პერფომანსი იყო. წარმოდგენის მიზანი იყო სომხურ საზოგადოებაში ქალთა შეზღუდული უფლებების მიმართ ყურადღების გამახვილება. პერფომანსის მონაწილეები ქალებისთვის მეტ თავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა, სომხეთში ბევრმა ეს პერფომანსი მიუღებლად მიიჩნია და მას „სატანისტური პროექტი“ უწოდა.

აღმოჩნდა, რომ პროექტი განათლების სამინისტროს მიერ იყო დაფინანსებული. უკმაყოფილოთა მთელი რისხვა სწორედ ამ უწყებას დაატყდა თავს.

ყველა დეტალი

ვინ შედის სომხეთის „რევოლუციურ“ მთავრობაში?

რატომ დაადანაშაულეს ქალთა თავისუფლების მხარდამჭერი წარმოდგენის მონაწილეები სატანიზმში

პერფომანსს, რომელიც  დედაქალაქის ერთ-ერთი მეტროსადგურთან “რესპუბლიკის მოედანთან” გამართეს, „ღელვა და ზარი“ ერქვა. იგი გერმანელი თანამდროვე ავტორის ლინდა ნაჯის მიერ იყო დადგმული.

ამ ექსპერიმენტული დადგმის ყურებით განსაკუთრებულად აღშფოთებული რამდენიმე გამვლელი პრემიერის ჩაშლას შეეცადა.

თავიდან ეს მაყურებლები მსახიობებთან სიტყვიერი შელაპარაკებით დაკმაყოფილდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ახლოს მიირბინა, და გამომსვლელებისთვის „ბრილიანტის სიმწვანეს“ შესხმას ცდილობდა. ამ დროს მათთვის გაუგებარი მოდერნ- დადგმით უკმაყოფილო მაყურებლები ქუჩაში სკანდირებდნენ: „სირცხვილი!“

ჩაერივნენ პოლიციელები, დამრღვევები დააკავეს. პიესის დადგმის მოწინააღმდეგეებმა კი მის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს „სატანისტები“ უწოდეს.

თავად წარმოდგენის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ლინდა ნაჯის პერფორმანსი მოწოდებულია საზოგადოების მიერ ქალისთვის თავსმოხვეული როლის დემონსტრირებისკენ. ხოლო მსახიობების ქუჩის გამოსვლის კრიტიკოსებმა ის ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის პროპაგანდად მიიჩნიეს.

ქვეყანაში კონვენციის რატიფიცირების მიმართ სერიოზული წინააღმდეგობა არსებობს. ახლახან ერევანში ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებასთან ამ დოკუმენტის რატიფიცირების თაობაზე სამსჯელოდ ჩამოვიდნენ, საპროტესტო აქცია გაიმართა. სომხეთმა მას ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში მოაწერა ხელი, თუმცა ჯერჯერობით რატიფიცირება არ მომხდარა. დოკუმენტის მოწინააღმდეგეები მას ეროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებთან შეუთავსებლად მიიჩნევენ, და მას ლგბტ პროპაგანდასაც კი მიაწერენ.

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება? სომხეთში სტამბოლის კონვენციას აპროტესტებენ

ქუჩაში ამგვარი წარმოდგენის გამართვის შესაძლებლობისა და მასზე ამდენად აგრესიული რეაქციის დასაშვებობის თაობაზე მედიაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა. მსჯელობდნენ ასევე პერფორმანსით მიღებული სარგებლის დონეზეც, რომლისთვისაც  განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 2.7 მილიონი დრამის (დაახლოებით  6 ათასი დოლარი)  ოდენობის თანხა გამოიყო.

ამასთან დაკავშირებით ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლებისა და ეთნოგრაფების მონაწილეობით პრეს-კონფერენციებიც კი იყო ორგანიზებული. ერთ-ერთ ასეთ პრეს-კონფერენციაზე თოჯინების თეატრის დირექტორმა რუბენ ბაბაიანმა განაცხადა:

 „ამ ისტორიამ ცხადყო, რომ სომხეთი მართლაც ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ 600 წლით ჩამოვრჩებით. ეს, უბრალოდ, XV საუკუნის ევროპაა, როდესაც ადამიანები ყველაფერ გაუგებარს სატანიზმს უწოდებდნენ, მიმდინარეობდა კუდიანებზე ნადირობა, ხოლო სწავლული მამები ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა ბრტყელია“.

Араик Арутюнян, министр образования Армении, скандал, отставка, дашнакцутюн, ЕГУ

სტუდენტები მინისტრს უპირისპირდებიან და სომხური ენის სავალდებულო სწავლებას უჭერენ მხარს

ცეცხლზე ნავთი დაასხა „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების“ შესახებ  მინისტრის ახალ, ჯერჯერობით დამუშავების სტადიაზე  მყოფ პროექტთან დაკავშირებით არსებულმა სკანდალურმა სიტუაციამ, თუმცა მასზე უკვე მთელი ქვეყანა მსჯელობს.

სომხეთში მინისტრის ახალი პროექტსისგან სომხური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის დაცვას ცდილობენ

ახალი კანონპროექტის თანახმად, საგნების – „სომხური ენა“, „სომხური ლიტერატურა“ და „სომხეთის ისტორია“ სწავლება არაჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის სავალდებულო აღარ იქნება.

პროტესტის ნიშნად, 6 ნოემბრის დილიდან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა  გაფიცვა გამოაცხადეს.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მზად არიან, რომ მეცადინეობის ბოიკოტირება წლობით გააგრძელონ.

შექმნილი სიტუაციის ოდნავ მაიც შერბილების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმავე დღეს გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო:

 „პროექტის მიღების შემდეგ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილი იქნება გადაწყვიტოს, რომ ეს საგნები ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო წესით ისწავლებოდეს“.

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სომხური ეკლესიის ისტორია სკოლებში

მაგრამ განათლების მინისტრის გადაყენების მოთხოვნისთვის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს.  ეს ამბავი ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში უცებ სასკოლო პროგრამიდან  საგნის – „სომხეთის ეკლესიის ისტორიის“ ამოღების თაობაზე აქტიურად დაიწყეს მსჯელობა.

მაშინ სომხეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთში აშშ-ს ელჩმა თითქოს განაცხადა, რომ მას  სასკოლო პროგრამაში საგნის „სომხეთის ეკლესიის ისტორია“ არსებობა და ასევე ამასთან დაკავშირებით რელიგიურ უმცირესობებზე ზეწოლა აშფოთებს.

ის, რომ განათლების მინისტრმა ამ იდეაზე უარი არ განაცხადა, და სომხეთის უზენაეს მღვდელმთავართან ერთად ამ საგნის სავალდებულო საგნების სიიდან ამოღებაზე მსჯელობა დაიწყო, საზოგადოებაში ასევე უკმაყოფილების მიზეზად იქცა. 

საბოლოოდ საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანამდე მივიდა.

„სასწავლო პროგრამებში დისციპლინა „სომხეთის ისტორიის“ არსებობის პირობებში, საგნის „სომხეთის ეკლესიის ისტორიის“ სწავლება ლოგიკას მოკლებულია“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა 4 ნოემბერს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვის დროს.

პრემიერმა განმარტა, თუ რატომ მიაჩნია ასე. მისი თქმით, ეკლესიას ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, და ეკლესიის ისტორიის ცალკე შესწავლას აზრი არ აქვს. მეტიც, ნიკოლ ფაშინიანის აზრით, მისი ქვეყნის ისტორიისგან გამიჯვნა უბრალოდ შეუძლებელია.

ყუთები მინისტრისთვის

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ არაიკ არუთიუნიანის საქმიანობა მისი თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან იმაზე მიუთითებს, რომ „მას ამ სფეროში მუშაობა არ შეუძლია“.

მოძრაობის აქტივისტები ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ახალგაზრდული ფრთიდან მათდამი სოლიდარულები არიან.

 „შესაძლოა, ის ბრწყინვალე ბიზნესმენი გახდეს, და ამ ქვეყანას გადასახადებით დაეხმაროს. მაგრამ ანტიეროვნულ პროექტში [საუბარია დადგმაზე „ღელვა და ზარი“, ასევე სომხური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სავალდებულო სასწავლო საგნების სიიდან ამოღებაზე – JAMnews] ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯვას აღარ დავუშვებთ. არსებობს წითელი ხაზები, რომლების გადაკვეთაც არ შეიძლება“, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

პროტესტანტებმა განაცხადეს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მინისტრი არ გადადგება.

აქციის მონაწილეებმა თან მიიტანეს ცარიელი კოლოფები, რომლებზეც იყო წარწერები „წადი სახლში“, „წადი ღირსეულად“, „ანტიეროვნული გრანტები“, „ტანსაცმელი“.

 „ეს არის ყუთები, რომლებში აიკ არუთიუნიანმა საკუთარი ნივთები უნდა ჩააწყოს, მას შემდეგ, რაც გადადგება“, – განმარტეს აქტივისტებმა.

სამინისტროს შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდობა პერიოდულად პატრიოტულ სიმღერებს მღერის.

რას ამბობს მინისტრი

თავად არაიკ არუთიუნიანი გადადგომას არ ჩქარობს.

ვიდრე აქტივისტები სამთავრობო შენობასთან იდგნენ, და აცხადებდნენ, რომ არუთიუნიანმა მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი თავი „ამოწურა“, ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი საკუთარ მუშაობას არასაკმარისად ეფექტიანად მიიჩნევს.

არუთიუნიანმა კომენტარი გააკეთა ასევე პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენელთა პროტესტში ჩართვის თაობაზეც, რომლებსაც წინა მთავრობების დროს პორტფელები ჰქონდათ, მათ შორის – განათლების სფეროშიც. მან პირობა დადო, რომ „ მანამდე მომიტინგეებისგან მიღებულ ცარიელ ყუთებს ათობით და უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმით გაავსებს, რომლებიც განათლების სფეროში ბოროტად სარგებლობის ფაქტებზე აღიძვრება, და მათ გაუგზავნის“.

რას წერენ სოციალური ქსელებში

Facebook-ის სომხურ სეგმენტში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები გაიყო. ერთი ნაწილი მინისტრს ემხრობა, მეორე კი, პირიქით, მის უსწრაფესად გადადგომას მოითხოვს.

აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:

„ძალიან ჭკვიანი მინისტრი ხართ! აქტივისტების 80% სომხურს ნორმალურად ვერ ფლობს და სომხეთის ისტორია არ იციან! ეს რაღაც დაკვეთილი საქმეა, რათა ახლანდელი ხელისუფლების იმიჯი შეირყეს!“;

 „თქვენ ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გადამდგარიყავით, როდესაც სკოლაში მისული მღვდელი უტიფრად გააკრიტიკეთ! ამ სფეროში თქვენი ადგილი არ არის“!;

„უკვე თვითრეკლამას ეწევა. არ ესმის, რომ ხალხი მას არ იღებს. ანტისომხური ფასეულობების პროპაგანდით თავადვეა დაკავებული. და კიდევ ეკლესიის ისტორიის სასკოლო პროგრამიდან ამოღება უნდა! რაც მალე გადადგება, მით უკეთესი!“


ასევე წაიკითხეთ