ორ რესპუბლიკას შორის ტერიტორიული დავა მწვავდება. დაღესტანში სასაზღვრო ნიშნებს იღებენ" />

დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობა ისევ გამწვავდა

ორ რესპუბლიკას შორის ტერიტორიული დავა მწვავდება. დაღესტანში სასაზღვრო ნიშნებს იღებენ

ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის შემადგენლობაში არსებულ ორ რესპუბლიკას შორის ურთიერთობა ისევ გამწვავდა. მიზეზი იგივეა – დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დაუდგენელი რჩება, დაღესტნის მაცხოვრებლები კი ეჭვობენ, რომ ისინი ტერიტორიას ჩეჩნეთის სასარგებლოდ კარგავენ.

„კავკაზსკი უზელის“ მასალის მიხედვით

10 ივნისს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდები საგზაო ნიშანს, წარწერით „შელკოვის რაიონი“(ეს რაიონი ჩეჩნეთის ტერიტორიას ეკუთვნის), იღებენ. ეს ნიშანი დაღესტნის ქალაქ ყიზლარის განაპირას იდგა.

იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, დაღესტნის მცხოვრებლებმა, რომლებსაც ეს ეჭვადაც არ ჰქონდათ, გაზაფხულზე შეიტყეს. რესპუბლიკაში პროტესტი დაიწყო, აქტივისტები ჩეჩნეთს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის საზღვარს ცალმხრივად განსაზღვრავდა, და დაღესტნის ჩართვას აუცილებლად არ მიიჩნევდა.

• დაღესტანს ჩეჩნეთისთვის ტერიტორიის გადაცემას აიძულებენ?

• რუსეთის ხელისუფლება ინგუშეთში კრიზისის ძალისმიერი გზით მოგვარებაზე გადავიდა

ამ ბრალდებების ფონზე, ორივე რესპუბლიკის პარლამენტების სპიკერები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის რეგისტრაციის პროცესი შეეჩერებიანთ.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი/REUTERS

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ რეაგირება არ დააყოვნა.  ამ ფაქტს პირველი ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი გამოეხმაურა. მან  დაღესტნის ქალაქ ყიზლარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უსაყვედურა და განაცხადა, რომ საგზაო ნიშნები თავის ადგილას იყო დამაგრებული და აუცილებლად აღდგება.  

„ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკებს შორის ეს არეულობა  სწორედ ქალაქ ყიზლარის ადმინისტრაციის გამო ხდება“, თქვა დაუდოვმა, და ყიზლარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ალექსანდრ პოგარელოვს მიმართა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ-არხის „შეეკითხეთ რასულს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ეკამათება ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი დაღესტანში ადგილობრივ მაცხოვრებლებს:

„მოვკვდები და ამას არ აგაღებინებ“, – ეუბნება მაგომედ დაუდოვი, და საგზაო ნიშანს გულისხმობს „შენი სიკვდილის შემთხვევაშიც ავიღებთ,“ პასუხობს დაღესტნის მკვიდრი.

სოციალურ ქსელებში გამართულ მსჯელობას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა. საკუთარ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან დაღესტნის მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ „თვალები ოდნავ გაახილონ, მიმღები ანტენები ჩართონ და ყველაფერი გადახარშონ“.

„თქვენს სიტყვებს და თითებს დაუკვირდით, თორემ, იცოდეთ – თითებს გადაგიმტვრევთ და ენებს ამოგაცლით. არც ერთ მაპროვოცირებელ კომენტარს ან ვიდეოპუბლიკაციას უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, – დაემუქრა  კადიროვი იმ მომხმარებლებს, რომელთა კომენტარები მან ჩეჩნეთის მხარისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნია.

„დნესტრისპირეთი, სტავროპოლის მხარე, ოსეთი – მათთან საზღვარი გვაქვს, და  პრობლემა საერთოდ არ არსებობს. ყველაფერი სწრაფადვე გადაწყდა. ინგუშეთი … ყოველთვის ჩვენი ტერიტორია იყო. და დაღესტანი. ესეც ჩვენი ტერიტორიაა“, – განაცხადა ასევე კადიროვმა.


ასევე წაიკითხეთ