ოჯახური კონფლიქტის გამო დაკავებული მამაკაცი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა " />

შემთხვევა კახეთში – გარდაცვლილის ოჯახი ძალადობაში პოლიციას ადანაშაულებს

ოჯახური კონფლიქტის გამო დაკავებული მამაკაცი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

სოფელ კაჭრეთის მკვიდრი, 55 წლის ზვიად მთავრიშვილი პოლიციელების მიერ მისი ცემის შედეგად გარდაიცვალა, – ამას გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გამოძიება ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო.  

რა მოხდა?

როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები ჟურნალისტებს უყვებიან, 22 მარტს ნასვამ მთავრიშვილს კამათი ოჯახის წევრებთან მოუვიდა. რის გამოც, მისი შეშინების მიზნით, მისმა დისშვილმა პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. ოჯახის წევრების თქმით, სახლში მოსული პოლიციელები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. მათი ვარაუდით, აგრესიის მიზეზი ის იყო, რომ მანამდე ტელეფონით მისი მხრიდან გინება მოისმინეს და საკუთარ თავზე მიიღეს.

ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ სახლში მამაკაცი ნაცემი დააბრუნეს. რამდენიმე დღეში – 30 მარტს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის 15 აპრილს, თავში სისხლჩაქეცვების მიზეზით გარდაიცვალა.  

საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.  

 ჩრდილოეთ ოსეთში პოლიციელებს ადამიანის წამებისა და მკვლელობისთვის ასამართლებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა სწავლობს.

ამ ამბის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს და საზოგადოებას (მალე) ეცოდინება“, – განაცხადა შს მინისტრმა.  ამავე დროს, მისი აზრით, პოლიციის თანამშრომელთა საქციელში ეჭვის საფუძველი “პირველივე დღიდან არ არსებობდა”.

როგორც წინა დღეებში პოლიციაში  აცხადებდნენ,  მთავრიშვილი პოლიციელებმა “გამოკითხვის მიზნით” წაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას საკუთარ დასთან და დისშვილთან კამათი მოუვიდა და მათ “სახლიდან გაყრით” დაემუქრა. შედეგად, მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა და საკუთარ დასთან და დისშვილთან მიახლოება აეკრძალა.

რამდენიმე დღეში, როდესაც მთავრიშვილი კლინიკაში მოხვდა, ოჯახმა განაცხადა, რომ მის თავში არსებული გემატომა პოლიციელების მიერ ცემის შედეგი იყო.

თუმცა, შსს-ს მტკიცებით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ შემოწმება ჩაატარა, რომლის დროსაც კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები შეამოწმეს და ინციდენტში მონაწილე  პოლიციელები გამოკითხეს, რის შედეგადაც რაიმე ძალადობა დაკავებულის მიმართ არ დადასტურდა.  

ძალადობა პოლიციის მხრიდან – სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 1 აპრილს გამოქვეყნდა, გასულ წელს შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე სახალხო დამცველს დახმარებისთვის მიმართესომბუდსმენის ოფისმა პროკურატურას სულ 5 ასეთ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა. მაშინ, როდესც 2017 წელს ასეთი შემთხვევის რიცხვი 10 იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება შარშან 367 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. მათგან 90% – უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მხოლოდ 10%-ის შემთხვევაშიწამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით .

ამავე დროს, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პასუხისგებაში მიცემისა და დამნაშავეთა გამოვლენის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია. იმ 367 საქმეში, სადაც პოლიციელების მიმართ დაიწყო გამოძიება, პასუხისგებაში მხოლოდ 12 პირი მიეცა –  ისიც უფლებამოსილების გადამეტების შედარებით მსუბუქი ბრალდებით.


ასევე წაიკითხეთ