დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ " />

შეიარაღებული თავდასხმა სომხეთის ერთ-ერთ ბანკზე: გატაცებულია დიდი ოდენობით თანხა

დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ

უცნობი პირები ერევნის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბანკს თავს დაესხნენ და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

სომხეთის პოლიცია იუწყება, რომ ბაგრამიანის ქუჩაზე მდებარე ВТБ ბანკის ფილიალში, წინასწარი მონაცემებით, ორი პირი შეიჭრა. ისინი თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდნენ, მათ გაიტაცეს სხვადასხვა ვალუტის კუპიურები, რომელთა საერთო ღირებულება 8,5 მილიონ დრამს  (დაახლოებით $17 500) შეადგენს.

მძარცველების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. როგორც პოლიცია იუწყება, მოცემულ მომენტში მათი იდენტიფიკაციისა და ძიების სამუშაო მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია ბანკში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

როგორც ბანკში აცხადებენ, თანამშრომლები და კლიენტები არ დაზარალებულან.


ასევე წაიკითხეთ