ჩეჩნეთის პროკურატურა ვალების ჩამოწერას ითხოვს, „გაზპრომი“ წინააღმდეგია" />

შანტაჟი, კორუფცია, პოპულიზმი – რატომ გადაწყდა ჩეჩნეთის მოსახლეობისთვის გაზის ვალების ჩამოწერა

ჩეჩნეთის პროკურატურა ვალების ჩამოწერას ითხოვს, „გაზპრომი“ წინააღმდეგია

REUTERS/Said Tsarnayev 

ჩეჩნეთში ერთმანეთს რამზან კადიროვის მთავრობა და რუსული კომპანია “გაზპრომი” დაუპირისპირდნენ. მართალია, მთავრობამ ფაქტობრივად გაჭირვებული მოსახლეობის მხარე დაიჭირა და მისთვის ვალების ჩამოწერას უჭერს მხარს, “გაზპრომს” კი სურს თანხები უკლებლივ მიიღოს, თუმცა მრავალი ექსპერტი მაინც  არა გაჭირვებულთა, არამედ გაზის გიგანტის მხარეზე აღმოჩნდა.

მეტიც, ბევრი მათგანი იმაზე საუბრობს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების ინიციატივა დიდწილად კორუფციული მოტივითაა ნაკარნახები. ჩვენ დეტალების შესახებ მოგიყვებით.

 

• პროტესტი ინგუშეთში ჩეჩნეთთან საზღვრის შეცვლის გამო მიზეზები და შედეგები

• შეშინებული მშობლები შვილებზე უარს ამბობენ ჩეჩნეთში უკვე არამხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლებს დევნიან, არამედ მოზარდებსაც

• ჩეჩნეთში ავარიაში დაღუპულთა ნათესავებმა რესპუბლიკის მეთაურს დამნაშავის – მისი ნათესავის – „შეწყალება“ საჯაროდ სთხოვეს

 

დავის არსი 

მოსახლეობისთვის ძველი ვალების ჩამოწერის იდეით ჩეჩნეთის პროკურატურა გამოვიდა, რომლიც მთავარი არგუმენტი ის გახდა, რომ გაზპრომის მოთხოვნა ვალების დაფარვის შესახებ „საზოგადოებაში სოციალურ დაძაბულობას ქმნიდა და შეიძლებოდა, ამას მოსახლეობის საპროტესტო მოძრაობა მოჰყოლოდა“.

საუბარი 9 მილიარდ რუბლზე მეტის [დაახლოებით $140 მილიონი] ვალების ჩამოწერას ეხება. გადაწყვეტილება ვალების ჩამოწერის შესახებ 16 იანვარს გროზნოს საქარხნო რაიონის სასამართლომ გამოიტანა.

გადაწყვეტილებას და მის დასაბუთებას ბევრი ექსპერტი უცნაურს და უპრეცედენტოს უწოდებს.

თავის მხრივ გაზპრომმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რატომ გამოიწვია გაჭირვებული მოსახლეობისთვის დახმარებისა და მათთვის ვალების ჩამოწერის ამ წინადადებამ, რომლის უკანაც რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის გადაწყვეტილება მოიაზრება, სპეციალისტების გაოცება და პროტესტი? ექსპერტთა კომენტარები, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტო კავკაზსკი უზელის ჟურნალისტები ესაუბრნენ.

შანტაჟი

რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროს ექსპერტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნატალია ზუბარევიჩი ამბობს, რომ რეგიონის მოსახლეობისთვის გაზის დავალიანების ამგვარად ჩამოწერის შესახებ მანამდე არასდროს სმენია, მით უმეტეს – შესაძლო „საპროტესტო გამოსვლების“ აღკვეთის საბაბით.

„თუ სწორად მესმის, ამის ინტერპრეტირება შემდეგნაირად შეიძლება: „ვიდრე თქვენთვის სროლა არ აგვიტეხავს, ჯობს ყველაფერი გვაპატიოთ“. მე ამას სიტყვა „შანტაჟს“ დავარქმევდი“, – თქვა ზუბარევიჩმა.

მისი ინფორმაციით, ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკების კომუნალური მომსახურების დავალიანება მთლიანად რუსეთში არსებულ დავალიანებას ბევრად აჭარბებს.

ქურდობის დაფარვა

რუსეთში არსებობს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ვალების მიწერის კორუფციული პრაქტიკა, რაც საწვავის დანაკარგის ან მოპარვის ფაქტების დაფარვის საშუალებას იძლევა, – დაადასტურა ენერგეტიკის სფეროს ექსპერტმა ნიკოლაი ხრენკოვმა.

პიარი და პოპულიზმი

დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის უშუალო მონაწილეობით არის მიღებული, – დარწმუნებულია ინსტიტუტის „ცივილიზაციების დიალოგი“ სამეცნიერო კვლევათა ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი, ალექსეი მალაშენკო. კადიროვი ათვითცნობიერებს რესპუბლიკაში მზარდი დაძაბულობის არსებობას, და მის განმუხტვას ცდილობს, ამავდროულად კი იმის დემონსტრირებასაც ახდენს, რომ ის „ხალხის ინტერესებს იცავს“, – ამბობს ექსპერტი.

„ეს კადიროვისთვის ხელსაყრელი სიტუაციაა –  მას შეუძლია, რომ თავი გაბედულ და გულად ადამიანად დაანახოს ფედერალურ ცენტრს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში „გაზპრომი“ წარმოადგენს, – დასძინა მალაშენკომ.

კომიტეტ „სამოქალაქო თანადგომის“ ხელმძღვანელი სვეტლანა განუშკინა ჩეჩნეთისთვის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილებას ასევე კადიროვის პიარს უკავშირებს. ამგვარი გადაწყვეტილება მისი პოპულარობის რეალურად გაზრდას შეუწყობს ხელს, – აღნიშნა მან.

„გაზპრომი“ – მდიდარი ორგანიზაციაა, არაფერი მოუვა, მთავრობა დაეხმარებაგადასახადები გაზარდეს, რამზან კადიროვს და მისი გუნდს კი თავი უნდა მოუქონონ“, – თქვა მან.

 

 რა იქნება ამის შემდეგ?

ეკონომიკური თვალსაზრისით საეჭვო მოტივირების მიუხედავად, ჩეჩნეთისთვის გაზის დავალიანების ჩამოწერა თავისუფლად შეიძლება, რომ ფედერალური ცენტრის ხელდასხმით მოხდარიყო, – მიაჩნია სვეტლანა განუშკინას.

„ალბათ მთავრობა „გაზპრომს“ ზარალს აუნაზღაურებს, ფულს ბიუჯეტიდან აიღებენ“, – ვარაუდობს უფლებადამცველი.

„ვნახოთ, რუსეთში ვინ უფრო ძლიერია – „გაზპრომი“ თუ ჩეჩნეთის მეთაური“? – წერს „კავკაზსკი უზელის“ ვებგვერდზე ერთ-ერთი კომენტატორი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ