სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვება" 2018 წლის 23 აპრილს თვალსაჩინო გახდა. სომხეთის პარლამენტის სპიკერი ჰყვება დეტალებს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი" />

დეტალები წარსულიდან: როგორ გადადგა სერჟ სარგსიანი

სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვება" 2018 წლის 23 აპრილს თვალსაჩინო გახდა. სომხეთის პარლამენტის სპიკერი ჰყვება დეტალებს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი

ეროვნული საკრებულოს სპიკერი არარატ მირზოიანი სომხეთის ხელისუფლებასთან  ერთი წლის წინანდელი მოლაპარაკებების დეტალებს მოჰყვა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან იმ დღის დეტალები წარმოადგინა, როდესაც სერჟ სარგსიანი გადადგა.

ეს ყველაფერი ძნელად დასაჯერებელი იყო, რადგან ის სულ რაღაც ერთი კვირით ადრე საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად აირჩია, და მას ზურგს უკან პრეზიდენტობის ორი სრული ვადა ჰქონდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

დეტალები წარსულიდან

გარდა ამისა, სომხეთში, სერჟ სარგსიანის ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. მისი შედეგების მიხედვით მიღებული შესწორებების თანახმად, სომხეთი სახელმწიფოს მართვის ნახევრად საპრეზიდენტო ფორმიდან საპარლამენტოზე გადავიდა. სხვა ცვლილებების გარდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. და სარგსიანმა, რომელმაც პრეზიდენტად ყოფნის შესაძლებლობები ამოწურა, პრემიერად არჩევის უფლება მიიღო.

პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა 2019 წლის 23 აპრილს გასული წლის მოლაპარაკებების საინტერესო დეტალები წარმოადგინა – რევოლუციონერებთან ამ მოლაპარაკებებს იმ მომენტისთვის ქვეყნის ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი წარმართავდა.

რევოლუციის ლიდერები ნიკოლ ფაშინიანი, თავად არარატ მირზოიანი და სასუნ მიკელიანი 22 აპრილს დააკავეს, მაგრამ მოლაპარაკებები სერჟ სარგსიანის გადადგომის მომენტამდე სწორედ მათთან მიმდინარეობდა.

სარგსიანის გადადგომის სხვადასხვა ვადები

ერთი წლის შემდეგ არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ უკვე დაკავებულ რევოლუციონერებს სერჟ სარგსიანის გადადგომის სხვადასხვა ვადას სთავაზობდნენ. მოლაპარაკებები თავიდან ყველა დაკავებულთან ერთდროულად მიმდინარეობდა, თუმცა ისინი ერთნაირად მტკიცეები იყვნენ.

 „დილით კარენ კარაპეტიანმა მკითხა, მჯეროდა თუ არა, რომ სომხეთის კეთილდღეობა მასაც სურდა. ვუპასუხე, რომ მჯეროდა. თქვა, წავიდეთ ყველამ ერთად ვისაუბროთო. მან გადმოგვცა, რომ სერჟ სარგსიანი მზად იყო, შემოდგომაზე, ფრანკოფონიის [ფრანკოფონიის სამიტი სომხეთში 2018 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი- JAMnews] შემდეგ  გადამდგარიყო. ჩვენ ეს ღიმილით უარვყავით. წავიდა, ელაპარაკა, დაბრუნდა და, თუ არ ვცდები, გადადგომა მაის-ივნისში შემოგვთავაზა. ვუპასუხეთ, რომ გამორიცხული იყო. ისევ წავიდა, ელაპარაკა, და ახლა 25 აპრილი შემოგვთავაზა. ვთხოვეთ, მარტო დავეტოვებინეთ. ვიმსჯელეთ და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ – არა“, – წერს არარატ მირზოიანი.

მისი თქმით, რევოლუციონერებმა სარგსიანის 2-3 საათის განმავლობაში გადადგომა მოითხოვეს. თათბირის შემდეგ კარაპეტიანმა გვაცნობა, რომ პრემიერი მზად იყო, გადამდგარიყო:

 „კარენ კარაპეტიანი წავიდა, ესაუბრა, დაბრუნდა და თქვა, „შევთანხმდით, გადადგომა 2 საათში მოხდება“.

არარატ მირზოიანი ასევე ჰყვება, რომ ამის შემდეგ ვიცე-პრემიერ კარენ კარაპეტიანს რევოლუციის ლიდერებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე მისვლა სურდა. იქ მათ ქვეყნის ის მცხოვრებლები ელოდნენ, ვინც საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერდა. მაგრამ ოპოზიციონერების სამეულმა მას ამაზეც უარი უთხრა, თუმცა კარაპეტიანთან ერთად ციხის გასასვლელთან ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ