ოსვენციმში გადარჩენილმა 200-მა ადამიანმა და ათობით სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო მონაწილეობა სამგლოვიარო ღონისძიებებში. რუსეთის პრეზიდენტი არ მიუწვევიათ " />

ყოფილი პატიმრები ოსვენციმში 75 წლის შემდეგ ჩავიდნენ

ოსვენციმში გადარჩენილმა 200-მა ადამიანმა და ათობით სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო მონაწილეობა სამგლოვიარო ღონისძიებებში. რუსეთის პრეზიდენტი არ მიუწვევიათ

პოლონეთში, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი (აუშვიცი) საბჭოთა ჯარებმა 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს. ახლა, ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე ღია მუზეუმია, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ყოველწლიურად, 27 იანვარს, მთელი მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

ეს ადამიანი ოსვენციმის სიკვდილის ბანაკში გადარჩა. ის პოლონეთში, ყოფილი ნაცისტური სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. 27 იანვარი, 2020. Reuters/Jakub Porzycki/Agencja Gazeta

რადიო თავისუფლების ცნობით, ყოფილი სიკვდილის ბანაკის ადგილას, ამჯერადაც სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა. მათში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ათობით სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე, 200-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ჰოლოკოსტი გადაიტანეს, მათ შორის, ოსვენციმის ბანაკის პატიმრებმა.

German President Frank-Walter Steinmeier and Israeli President Reuven Rivlin embrace as they return to Berlin together after the Auschwitz anniversary

მთავარ ფოტოზე ჩანან გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, რომლებიც ერთმანეთს ეხვევიან. ყოფილ ოსვენციმის ბანაკში გამართული სამახსოვრო ღონისძიების შემდეგ, ისინი ერთად გაფრინდნენ ბერლინში. ეს ფოტო Reuters-ის ფოტოგრაფმა, ფაბრიციო ბენშმა (Fabrizio Bensch) ბერლინის აეროპორტში, 2020 წლის 27 იანვარს გადაიღო.

მათ შორის, ვინც ოსვენციმში ჩავიდნენ, იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. რუსეთს კი პოლონეთში მისი ელჩი წარმოადგენდა.

ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებაში, რომელიც ისრაელში გაიმართა.

მაგრამ ის პოლონეთში არ დაპატიჟეს – რუსეთთან მეორე მსოფლიო ომის შესახებ დავის გამო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ოსვენციმში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის უდიდესი ნაწილი ებრაელები იყვნენ, რომლებსაც ნაცისტები გაზის კამერებში უშვებდნენ.

ოსვენციმი მსოფლიოში ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.

პოლონეთში, ოსვენციმის სიკვდილის ბანაკის პატიმრების ჩანთები. 15 იანვარი, 2020. REUTERS/Axel Schmidt

მსოფლიო ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტმა რონალდ ლაუდერმა ხაზი გაუსვა, რომ ახლანდელ ღონისძიებებში აქცენტი გაკეთდა არა პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობაზე, არამედ სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.

ბევრი მათგანისთვის ეს, შესაძლოა, ბანაკის გათავისუფლების მრგვალი თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის ბოლო შესაძლებლობა იყოს.


ასევე წაიკითხეთ